spot_img
მთავარიკანონი და სამართალიინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო...

ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქალაქ ბათუმში ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დღეს, ქალაქ ბათუმში, ოფისი გახსნა, შესაბამისად სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო შეიქმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს.

ახალი ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გვარაკიძეც ესწრებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ოფისში, რომელიც ქ. ბათუმში, გიორგი მაზნიაშვილის ქ. №54-ში იფუნქციონირებს, გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვების უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად, მოწყობილია ბავშვზე მორგებული გარემო. ოფისის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცალკე სივრცეებია გამოყოფილი მოწმეთა გამოკითხვისა და პირის ამოცნობის ჩასატარებლად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. სამმართველოში ოთხი გამომძიებლის შტატია გათვალისწინებული.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი ოფისის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დროულ რეაგირებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარებას და თანამშრომელთა რესურსის უფრო ეფექტიანად გადანაწილებას. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გამეზარდაშვილი კომენტარს აკეთებს:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მუშაობს უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღეა და ქალაქ ბათუმში სამსახურის ოფისი ამოქმედდა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე ჩადენილ ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს.

აღნიშნული ოფისის მოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის სამსახურის ეფექტიანობას, ხელს შეუწყობს, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამსახური კიდვ უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, – აცხადებს გიორგი გამეზარდაშვილი.

ინფორმაციისთვის: დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, მხოლოდ ორი ქალაქიდან – თბილისიდან და ქუთაისიდან – აწარმოებდა გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...