ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიჩვენ მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე აღარ...

ჩვენ მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე აღარ იქნება გაზრდილი ჯარიმები – გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციონერი ლიდერები ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში კონსულტაციებს გადიოდნენ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს ვეტოს უფლება. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ღიად აცხადებს, რომ თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე აღარ იქნება გაზრდილი ჯარიმები, მხარს დაუჭერენ კანონპროექტს:

,,კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას პარლამენტში და უკეთესი იქნება თუ მოხდება ვეტოს მექანიზმით – ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს: დაბრუნდეს იგივე ჯარიმის ნიშნულები, რაც იყო და რაც ისედაც უსამართლოდ მაღალია.

ამ შემთხვევაში, თუ ეს დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, მე ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ შემთხვევაში კანონპროექტს, რომელიც გაითვალისწინებს, რომ გაზრდილი ჯარიმები აღარ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს. ოღონდ ვეტოს მოჰყვება ასევე კანონი ანუ ის ალტერნატიული წინადადებები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს.

ნამდვილად არ ვიცი რა იქნება ალტერნატიულ წინადადებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...