ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების...

“ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის, მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი, ანა კობახიძე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დასკვნაში მითითებული პუნქტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველოში მოხერხდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარება:

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის, მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან 10 ძირითად პუნქტს. დასკვნის გამოქვეყნებამდე ჩვენ გქონდა აქტიური კომუნიკაცია აღნიშნულ კომისიებთან, გავაცანით და გავუგზავნეთ მათ ჩვენი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია გამოქვეყნებულ დასკვნაში:

  • საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საჭირო უნდა იყოს არა მხოლოდ 2/3 ის მხარდაჭერა, არამედ ორმაგი უმრავლესობა, რაც გულისხმობს კონსესუსით შერჩეულ უფრო მაღალი ნდობის მქონე ადმინისტრაციას;
  • ასევე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც ეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების დასჯას, რაც ინიცირებულ კანონპროექტშია და პარტიას უზღუდავს ჰყავდეს წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში;
  • წლების განმავლობაში პრობლემად რჩება საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული წევრების არჩევის წესი და დღემდე ამას მმართველი პარტია იყენებს თავის სასარგებლოდ, რაც ასევე მოხვდა ამ დასკვნაში;
  • პირდაპირ წერია, რომ არჩევნების დღეს აიკრძალოს პარტიული წარმომადგენლების ყოფნა და საარჩევნო კამპანიის წარმართვა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;
  • საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში ბუნდოვანია ჩანაწერი, თუ როდის ხდება შედეგების ხელახალი გადათვლა ან გაბათილება. ვენეციის კომისიის დასკვნაში მოთხოვნილია ასეთი წესის მკაფიოდ განსაზღვრა;
  • დასკვნაში ნათქვამია – ,,ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას”, რისი ცუდი პრაქტიკაც წლებია გვაქვს;
  • მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იცვლება საკრებულოს წევრთა რაოდენობა და ამ ნაწილში დასკვნაში საუბარია, რომ ყველა ერთმანდატიანი სამოჟორიტარო ოლქი უნდა იყოს თანაბარი, რასაც ვერ პასუხობს მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული ცვლილებების პაკეტი.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი: უნდა დაიწყოს ელექტრონული საპილოტე პროგრამები, რომელიც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და საბოლოოდ გადაგვიყვანს თანამედროვე მეთოდებით ამომრჩევლის იდენტიფიცირების, ხმის მიცემის და ხმის დათვლის უფრო მეტად გამჭირვალე სისტემებზე“, – აღნიშნავს ანა კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...