პარასკევი, აპრილი 26, 2024

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს ჩამოაბრძანებენ და მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში.

ინფორმაციისთვის: მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:54 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. წმინდა ცეცხლი კუვუკლიიდან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილოს III-მ გამოიტანა, რასაც იგი უკვე მრავალი წელია ახდენს.

აღსანიშნავია, რომ  გარდამოსვლიდან პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში წმინდა ცეცხლი არ წვავს, ამ დროის განმავლობაში მორწმუნეები მას სახესა თუ ხელებზე იტარებენ და ამით შეიგრძნობენ ისინი სასწაულის ძალას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული