spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის დასამარცხებლად ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია - მიუხედავად იმისა,...

“ივანიშვილის დასამარცხებლად ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია – მიუხედავად იმისა, რამდენად დაპირისპირებულები არიან ეს ძალები ერთმანეთთან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევა/მხარდაჭერის თემას ეხმიანება ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და აღნიშნავს, რომ რადგანაც წინასწარ უცნობია “ქართული ოცნების” გეგმები, ამ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისგან თავის შეკავება სჯობს:

მე ვერ ვხვდები, ახლა მერობის კანდიდატებზე რატომ უნდა ატეხო დავიდარაბა.
ვინ იცის, აქედან ორ თვეში რა ვითარება იქნება?

ან მხოლოდ მელიაზე რატომ საუბრობთ? სხვა ქალაქებში არჩევნები არ ტარდება?
თუ ხელმომწერი პარტიები თავს ისევ ბიძინას ოპოზიციად განიხილავენ, უნდა ხვდებოდნენ (თუნდაც ბოლო მოვლენებზე უნდა ესწავლათ), რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია – მიუხედავად იმისა, რამდენად დაპირისპირებულები არიან ეს ძალები ერთმანეთთან.

რა პირობებზე მოხდება კოორდინაცია, ამას კონკრეტული გარემოებები გადაწყვეტს და წინასწარ ჩხუბი რა საჭიროა?

თუ უკვე კანდიდატს არ აყენებთ, წინასწარ კრამიტებს რად ლეწავთ? ეგებ თქვენივე პოტენციურ კანდიდატს გამოადგეს?

რა იცით, ოცნება რა სტრატეგიით წავა, ვინ დადგება, კალაძე რას იზამს? წინასწარ როგორ უნდა განსაზღვრო რა ჯობია ბიძინას დასამარცხებლად, როცა ისიც არ იცი რომელი და რამდენი კანდიდატით შემოდის? წინასწარ თავი ჩხუბით რატომ უნდა დაისუსტო, თუ არ იცი რაზე ჩხუბობ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...