spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო სოციალური თუ ჯანდაცვის სერვისები და...

“უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო სოციალური თუ ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში” – თეონა ჭალიძე

სოციალურად დაუცველი პირების მძიმე ყოფაზე საუბრობს “სტრატეგია აღმშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე და ცალკეულ უწყებებს მიმართავს კონკრეტული კველებით დაადგინონ მიზეზები და კავშირები სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირთა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე:

,,2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე14786 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი გარდაიცვალა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 100 000-ს. (100000-დან 200000-მდე სარეიტინგო ქულის მქონეთა რაოდენობა კიდევ ცალკეა).

ცნობისთვის 2020 წლის განმავლობაში სულ გარდაცვლილთა რიცხოვნობაა 50 537 პირი. გადაჭრით იმის თქმა, რომ საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების სიკვდილიანობა მაღალია და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი სიღარიბესთან, არასრულფასოვან კვებასთან ან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობასთანაა არ შეგვიძლია, რადგან შესაბამისი მონაცემების კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია (ჩემი ინფორმაციით) არცერთ უწყებას არ აქვს.

ვფიქრობ აუცილებლად დასადგენია მიზეზები და კავშირები სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირთა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე. მოვუწოდებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და სხვა ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ამ საკითხის შესწავლით, კვლევით და შედეგების შესაბამისად დაიგეგმოს სახელმწიფო სოციალური თუ ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები.

აქვე მნიშვნელოვანია კორონაპანდემიის რეალობის გათვალისწინება, რადგან ფაქტია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ პირბადეებზე, სადეზინფექციო საშუალებებზე და მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია, სადაც მეტი რისკია ვირუსის გავრცელების,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...