შაბათი, აპრილი 20, 2024

“შეეშვით ამ მასწავლებლებს, მიეცით ბავშვებთან მუშაობის საშუალება!” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობს და მხარდაჭერას უცხადებს მასწავლებლებს:

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე 28 700-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნას თუ ჩავხედავთ, სახელმწიფომ მინიმუმ საკუთარ შეცდომებზე ჭკუის სწავლა უნდა შეძლოს და მიხვდეს, რომ შეეშვას ამ მასწავლებლებს, მისცეს ბავშვებთან მუშაობის საშუალება!

თუ საერთაშორისო, წარმატებულ პრაქტიკას ვერ ვეწევით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა მაინც გავაანალიზოთ მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად. მრავალ სხვა ხარვეზთან ერთად, სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის 2017-2019 წლებში განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გადამოწმებამ ცხადყო:

  • სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი;
  • სამინისტროს და მასწავლებელთა ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად;
  • სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები.

რაც მთავარია, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო ხუთი წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, და არა 1/3-ის, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.

საჭიროდ მივიჩნევ სრული მორატორიუმის გამოცხადებას და მასწავლებელთა პროფესიაში უმიზნო ექსპერიმენტების შეწყვეტას იმ დრომდე, ვიდრე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფინანსება სახელმწიფოსთვის შედეგის მომტანი და მათი მუშაობა პროდუქტიული არ გახდება,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული