spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე" - მიხეილ...

“მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც კონკრეტულ შეფასებებს აძლევს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლის თაობაზე:

პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ კიდევ არ არის გადალახული და პირიქით დღითიდღე ღრმავდება, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული.

მეორე, უნდა შეწყდეს უამრავი ადამიანის პოლიტიკური დევნა. მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძეს და მიხეილ ბატურინის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, არის საქართველოსთვის ძალიან თავდადებული და დამსახურებული ხალხი.

მესამე – მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში, ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე. ეს უმძიმესი კრიზისი, როდესაც ყველას თვალი აქვს გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ უკვე გადააჭარბა ყველანაირ საზღვარს, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ პოლიტიკური დიალოგით დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ ვთქვათ, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ. არ აადვილებს, პირიქით, გვიძნელებს. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე. მე მინდა, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს, მე მინდა, რომ ევროკავშირის და სხვების შუამავლობის პროცესს რეალური შედეგები მოჰყვეს და ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება და ამ ყველაფრის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მაინც არ დადგება და ნამდვილად არ შედის ეს არავის ინტერესებში,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...