spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში...

ირაკლი კობახიძე: შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება და ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება

დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში შემოსვლა არშემოსვლა, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონსტრუქციულობის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას.

მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთახმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას „ქართული ოცნების“ და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი.

„ამით დაინტერესებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიას და თითოეულ პარლამეტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ორი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის.

თქვენ როგორც გახსოვთ, მან ძალიან მძიმე ვითარების ფონზე ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი და ამის შემდეგ მას მოუწია არაერთი რთული ეტაპის გამოვლა ჩვენ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და თითოეულ ამ ეტაპზე ის გამოირჩეოდა როგორც ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას ორი წლის მანძილზე გაწეული გამორჩეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ არჩილს მის სამომავლო აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...