spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე...

“კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმიანება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, კანონპროექტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და მიუღებელია პასუხისმგებლობის გადატანა ნიკა მელიაზე:

კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს.

მე ვაპირებ შევასრულო ჩემი ვალდებულება და ნიკა მელია განთავისუფლდეს ამნისტიის კანონით. გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევძლოთ მისი უფრო ადრე განთავისუფლება ვიდრე ამნისთიის კანონი იქნება მიღებული მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და „ქართული ოცნებაზეცაა“ დამოკიდებული ეს ნაბიჯი.

გარდა ამისა, რომ დასრულდეს არასწორი ინტერპრეტაციები, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, მელიას საქმე და არა მარტო მისი საქმე, პროტესტში მონაწილე სხვა პიროვნებების საქმეებიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან გირაოს გადახდა ევროკავშირს რომც გადაეხადა ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმრო დაწესებულებიდან მაგრამ შემდეგ ისევ შეებრუნებინა უკან „ქართულ ოცნებას“ და მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებენ და უპრობლემოდ ჩასვამდნენ ციხეში ნიკა მელიას განმეორებით,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...