spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზოგიერთებს ხელის დაბანა გინდათ პილატესავით, ტალახი და პასუხისმგებლობა...

“ზოგიერთებს ხელის დაბანა გინდათ პილატესავით, ტალახი და პასუხისმგებლობა ჩვენ გინდათ აგვკიდოთ და მერე თეთრ ცხენზე ამხედრებულნი, “სუფთა სინდისით”, გმირულად შეჯლიგინდეთ პარლამენტში” – ლაშა დიაროვი

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა დიაროვი, ამნისტიის კანონპროექტის მომზადების პროცესში, ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმულ მწვავე პოზიციებს ეხმიანება, პუნქტობრივად აყალიბებს თავის შეფასებებს კანონთან მიმართებაში და მის განსაკურებულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ამნისტიასთან დაკავშირებით.

1. შეთანხმებაში წერია ამნისტიისა და გირაოს გამოყენება ერთდროულად. ესაა დასავლეთის მტკიცე პოზიცია, მათ მელიას საკითხის დახურვა სურთ და არ უნდათ, რომ ხელისუფლებას კიდევ ჰქონდეს ამ საკითხის ხელახლა წამოწევის შანსი. შესაბამისად ამნისტიის გამოყენება დასავლეთის მტკიცე პოზიციაა, გირაო კი იყო საშუალება მელიას ციხიდან გამოსვლის დაჩქარებისა, ეს ორი ცალკ-ცალკე თავიდანვე არ განიხილებოდა!

2. ამნისტია არ გავრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და 20 ივნისის შემოქმედებზე;

3. ამნისტია არ გავრცელდება ასევე არც იმ პირებზე, ვის მიმართაც საქმე აქამდე არ აღძრულა;

4. ამნტისტია არ და ვერ გავრცელდება ასევე კონვენციით დაცული მუხლებით ბრალდებულ პირებზე;

5. საიას სტრასბურგში გასაჩივრებული აქვს არასწორი კვალიფიკაციის გამო წარმოებაში უკვე არსებული საქმეები და ითხოვს ამ საქმეებზე კვალიფიკაციის შეცვლას. კვალიფიკაცია არის არასწორი და შესაცვლელია, შეცვლის შემდგომ აღნიშნული ქმედებები დაკვალიფიცირდება კონვენციით დაცული მუხლებით. (მკვლელობის მცდელობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით ან პიროვნების ღირსების შელახვით) შესაბამისად ამ ქმედებების სწორი კვალიფიკაციის შემდეგ მათზე ამნისტია ვერ განხორციელდება;

6. ნუ შევიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში. ამნისტია არ გავრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნორმალური პროკურატურის პირობებში აღნიშნულ ქმედებებს მიეცემა სწორი კვალიფიკაცია, რომელზეც ამინისტია ვერ და არ გავრცელდება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს კანონის წინაშე პასუხს.

პ.ს. ვიცი, რომ ზოგიერთებს ხელის დაბანა გინდათ პილატესავით, ტალახი და პასუხისმგებლობა ჩვენ გინდათ აგვკიდოთ და მერე თეთრ ცხენზე ამხედრებულნი, “სუფთა სინდისით”, გმირულად შეჯლიგინდეთ პარლამენტში, ეგრე არ გამოვა ძმაო. პასუხიგებლობის აღება არ გსურთ, გასაგებია, ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და გვაცადეთ ბატონო თქვენი გასაკეთებელი საქმის გაკეთებაც“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა დიაროვი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...