პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია შეთანხმების დოკუმენტთან და ქართული ოცნების პოზიციასთან დაკავშირებით თავის შეფასებებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერით ხელისუფლებაში რეალურად ბრუნდება ნაციონალური მოძრაობა:
“ქართული ოცნების” მესიჯბოქსის შედევრად უნდა ჩაითვალოს გუშინ ატაცებული ფრაზა – “ხელმოწერით რევოლუციას გადაგვარჩინეს!”
ბატონო? ეგ რომელ რევოლუციას? რუსთაველზე შეკრებილი (ვერშეკრებილი) 500-1000 კაცი რომ გვპირდებოდა? თუ რაიმე იცოდნენ პოლიტმამებმა და ჩვენ ვერ ვიგრძენით?
ისე, რევოლუცია ეწყობა ერთი მიზნით – ხელისუფლების დამხობის გზით, ხელისუფლებაში მოსასვლელად! და რას მივაღწიეთ მიშელის (მაკკეინის ბიჭის) დოკუმენტზე ხელმოწერით?იგივეს!!!
დიახ, ნაცანალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში (ჯერ ნაწილობრივ) და ოცნების ხელით დაამხეს ქართული სახელმწიფო! ღირსება აყარეს ქართველ ხალხს! შეურაცხყვეს კონსტიტუცია და ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია!
პარადოქსია?! დიახ!
“ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფოს გადარჩენის ფსევდოლოზუნგით, შეიწყალა და პოლიტპატიმრის გვირგვინით შემოსა კრიმინალი, მკვლელი, დამნაშავე ვინმე ჟორიკა რურუა!.. დიახ, სახელმწიფო მნიშვნელობის, უმაღლესი დიპლომატიის რანგში აიყვანა ჩვეულებრივი დამნაშავის პატიმრობა და სამარცხვინოდ მოიხარა ქედი კრიმინალური სამყაროს წინაშე… და ამის პარალელურად, თავისი დაგეშილ-დაფინანსებული ხალხის ხელით ტალახს ესვრის საკუთარი ეზო-კარისთვის, საკუთარი სოფლისთვის, საკუთარი ხეობისთვის, საკუთარი კუთხისთვის, საკითარი სამშობლოსთვის, ჩემი და შენი სამშობლოსთვის, ჩვენი მადლიანი მიწისთვის მებრძოლ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ამდენი ხანია, ერთი დასაბუთებული ბრალი ვერ წაუყენა!
არადა, ესვრის ტალახს! ხან რუსეთის გაწვრთნილს ეძახის და ხანაც იმ ნაციონალებისას, რომელსაც თავად გაუწვა ხასასავით!
პარადოქსია?! დიახ!
ვაი ჩვენ პატრონს! აბა რა,” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

