ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეთანხმების შედეგი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის განთავისუფლება პოლარიზაციისა...

“შეთანხმების შედეგი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის განთავისუფლება პოლარიზაციისა და რადიკალიზმისგან” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმიანება ევროპული საბჭოს თავჯდომარის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ხელმოწერის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკის განთავისუფლებას პოლარიზაციისა და რადიკალიზმისგან:

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. კიდევ ერთელ გამოაჩინა თავისი სახე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ”, “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ საკუთარი ორიენტირი, მათ შორის საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მან იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით, როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

შეთანხმება თავისთავად არის მნიშვნელოვანი, შედეგი კი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის განთავისუფლება პოლარიზაციისა და ქართული რადიკალიზმისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სათანადოდ აღსრულდეს და პირველივე პლენარულ სხდომას უნდა დაესწროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეუერთდა ამ დოკუმენტს.

ევროკავშირისთვის რომ საქართველო არის პრიორიტეტი, ამის გამოხატულებაა შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში და ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ 2024 წელს ძალიან თამამად წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას” – თინა...

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...