ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“იმაზე, რომ ხელი არ მომეწერა და არ გვქონოდა ხელი მოსაწერი, იზრუნა ბიძინა ივანიშვილმა” – ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რიყეზე გამართული საინფორმაციო აქციის დასრულების შემდეგ, კონკრეტული განმარტებები გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტთან მიმართებაში. როგორც მან განაცხადა, ეს დოკუმენტი უკეთესია, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ადგილობრივ არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიბმა:

მოლაპარაკება იქნება ეფექტური მხოლოდ მას შემდეგ, რაც – ნიკა მელია გამოვა ციხიდან, პოლიტპატიმრებიც განთავისუფლდებიან, პოლიტიკური დევნა შეწყდება და შევთანხმდებით ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად უკეთესია, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო, მაგრამ კატეგორიულად არასწორად მიმაჩნია ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიბმა, მითუმეტეს 40 ან 43 პროცენტი. ეს უბრალოდ არასწორია და ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა ჩაიწეროს დოკუმენტში ის, რაც არის სწორი. მხოლოდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნიკა მელიას განთავისუფლების შემდეგ.

იმაზე, რომ ხელი არ მომეწერა და არ გვქონოდა ხელი მოსაწერი, იზრუნა ბიძინა ივანიშვილმა, როცა არჩევნები გააყალბა, მაგრამ არაუშავს, ეგ არ არის მთავარი. ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ამ დოკუმენტს, ესე ერთმნიშვნელოვნად ხელს არ მოაწერს, ვიდრე ნიკა მელია არ არის განთავისუფლებული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული