spot_img
მთავარიინტერვიუ"ყველა ხელისუფლების პირველი ვალდებულება გადის იმაზე, რომ უზრუნველყოს...

“ყველა ხელისუფლების პირველი ვალდებულება გადის იმაზე, რომ უზრუნველყოს და დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი” – გედევან ფოფხაძე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, მე-9 მოწვევის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, 9 აპრილთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს დღე იყო ეროვნული ცნობიერების შეცვლის დღე, ოკუპაციასთან მიმართებაში:

9 აპრილი ჩვენთვის იყო ეროვნული ცნობიერების შეცვლის დღე, იყო რაღაც პროტესტი საბჭოთა ოკუპაციის მიმართ, მაგრამ 9 აპრილმა რადიაკლურად შეცვალა ადამიანების ცნობიერება და ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი მისი სამშობლო იყო, 10 აპრილს გაიღვიძა ქვეყანაში, სადაც უკვე გააზრებული ჰქონდათ, რომ ეს მისი სამშობლო არ იყო, მისი სამშობლოა საქართველო და არა საბჭოთა კავშირი. ამიტომ ეს დღე იყო ეროვნული ცნობიერების შეცვლის დღე, ოკუპაციასთან მიმართებაში და თუ ჩვენ ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, არ ვიქნებით თანმიმდევრულები, რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ჩვენ არც ამ დღის ხსოვნის მიმართ არ ვიქნებით სამართლიანები და არც ქვეყნის წინაშე არ გვექნება მორალური ვალდებულება.

9 აპრილი არის სიმბოლო იმისი თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, შენი სამშობლოს თავისუფლების მიმართ. ყველა ხელისუფლების პირველი ვალდებულება გადის იმაზე, რომ უზრუნველყოს და დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. ამის შემდეგ იწყება უკვე ხალხზე ზრუნვა იმიტომ, რომ თუ შენ ვერ იცავ შენ ხალხს ეროვნული სუვერენიტეტის თვალსაზრისით, თუ ის კარგავს სამშობლოს სიტყვა კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია.

თუ არ გაქვს თავისუფლება, კეთილდღეობა არის ძალიან მიზერული იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის გარეშე განვითარება არ არსებობს. იდენტურობა არის შეუძლებელი, ამიტომ ყველა ხელისუფლებისთვის, მოქმედი იქნება ეს, ძველი თუ მომავალი, მისი ქვეყნისადმი და ხალხისადმი ვალდებულების განსაზღვრელი ყოველთვის იქნება, მისი თანმიმდევრობა ეროვნული სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ავტორი
თეკლა თოდუა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...