spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ნიკანორ მელიას პატიმრობა არის მისი თვითმიზანი" - ამირან...

“ნიკანორ მელიას პატიმრობა არის მისი თვითმიზანი” – ამირან გულუაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების 2-თვიანი ვადის გასვლის მოახლოებას ეხმიანება საქმის პროკურორი, ამირან გულუაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიზანს არ წარმოადგენს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა და კვლავ ძალაში რჩება აღკვეთი ღონისძიების გირაოს სახით შეფარდება:

,,ნიკანორ მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ. სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთი მხრივ დასაბუთებული ვარაუდი დანაშაულის ჩადენისა, მეორე მხრივ – ალბათობის მაღალი ხარისხიდან შედარებით უფრო მაღალი ხარისხით მტკიცებულებით სტანდარტთან მიმართებით.

საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში განხორციელდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის მტკიცებულების სტანდარტი, რომელიც უტყუარად ადასტურებს დანაშაულის ჩადენას. ყველა ეს მტკიცებულება გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე.

ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე რეალურად ახდენს კანონით სპეკულირებას, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველმა კურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანი არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა. დღეს გამართულ სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის სასამართლო პროცესი გადადო და იგი 13 აპრილს გაიმართება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დააკავებული” – საქართველოს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...