spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"შესაძლებელია როგორც ნიკა მელიას გათავისუფლება ისე მისი პოლიტიკურ...

“შესაძლებელია როგორც ნიკა მელიას გათავისუფლება ისე მისი პოლიტიკურ პატიმრად დატოვება” – გიორგი კონდახიშვილი

საქალაქო სასამართლოში, 8 აპრილს ნიკა მელიას საქმეზე სხდომა ჩაინიშნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი, საინფორმაციო სააგენტო “პარალელთან” საუბრისას ამბობს, რომ სხდომაზე სავარაუდოდ აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვა განიხილება:

,,საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ორ თვეში ერთხელ მოსამართლე ვალდებულია გადასინჯოს რამდენად არის კვლავ განგრძობადი შეფარდებული პატიმრობა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, აღნიშნულ პროცესზე, მოსამართლე ამ საკითხს განიხილავს,’’ – აღნიშნავს გიორგი კონდახიშვილი.

დაცვის მხარე, საქალაქო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს. მათი შეფასებით, ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

,,ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ რა დაკვეთასაც მიიღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან სასამართლო ის იქნება გაჟღერებული. ამიტომაც შესაძლებელია როგორც ნიკა მელიას გათავისუფლება ისე მისი პოლიტიკურ პატიმრად დატოვება’’, – აცხადებს გიორგი კონდახიშვილი

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის დაესწრება თუ არა სხდომას თავად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დაცვის მხარე ამ საკითხზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

შეგახსნებთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა გირაოს გადაუხდელობის გამო, 2021 წლის 17 თებერვალს შეეფარდა. სასამართლო გადაწყვეტილება, საპოლიციო ძალის გამოყენებით, 23 თებერვალს აღსრულდა, როცა ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ავტორი
სოლომონ დევსურაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...