spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებიგურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში’’ მკურნალობდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი, 1939 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში დაიბადა. 1966 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი ,,მთის გადაღმა’’, პირველი მოთხრობები კი ჟურნალ ცისკარში, 1961 წელს დაიბეჭდა.

ის გახლავთ ავტორი ისეთი ცნობილი მოთხრობებისა, როგორებიცაა: „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“,“ მხოლოდ ერთი კაცი“ ,“ კეჟერაძეები“. თანამედროვე კლასიკოსის კიდევ ერთი ყველასთვის ცნობილი ნაწარმოებია, „სამოსელი პირველი“, რომელიც 1975 წელს გამოიცა.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მწერალს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია ,,საბა’’, 2020 წლის 3 ოქტომბერს კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გურამ დოჩანაშვილის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

ავტორი
ნინო დავითაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...