ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედპერსონალის პარტნიორული...

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედპერსონალის პარტნიორული როლი გაზარდოს ვაქცინაციის პროცესში – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

ქვეყანა ვაქცინაციის ტემპს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ზრდის. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა პროცესი იხვეწება. სხვადასხვა მწარმოებლებთან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინის იმპორტის გაზრდის მიზნით, თუმცა მათი საერთაშორისო აღიარება უცვლელ პირობად უნდა დარჩეს მისი გამოყენებისთვის, ისევე როგორც მოქალაქეების ვაქცინაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაბამისი რეანიმაციულ მომსახურების შესაძლებლობები არსებობს.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით დასახელდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობაც. ვფიქრობ ამ ჩამონათვალს რეზიდენტებიც უნდა დაემატონ, რადგან ეპიდვითარების შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, მათი აუცილებელი მონაწილეობის დროს, მათსავე ჯანმრთელობას წინსწრები დავაზღვევთ.

მნიშვნელოვანი და აუცილებელია საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც ვაქცინებისადმი ნდობას გაზრდის. თუმცა მედპერსონალის, როგორც პროცესის მთავარი პარტნიორების, აქტიური ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნება, არა და ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინებისადმი სანდოობის გაზრდისთვის მათაც უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. მითუმეტეს, როცა საზოგადოების 74% ყველაზე სანდო ინფორმაციის მიმწოდებლად, სრულიად ლოგიკურად, სწორედ მათ მიიჩნევს.

დღეს ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ის პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე გადის. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული მოქალაქე ვაქცინაციით და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას იცავს, არადა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, თუ გადავხედავთ, მათ შორის უახლესსაც, ამის კეთება პირიქით, სიცოცხლის დათმობის ფასად უწევდათ გმირებს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებას აკეთებს რუსი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...