ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ჩვენ კლინიკაში ჩატარებული კლინიკოლაბორატორიული კვლევებით, არცერთ კვლევაში, ანემია...

“ჩვენ კლინიკაში ჩატარებული კლინიკოლაბორატორიული კვლევებით, არცერთ კვლევაში, ანემია არ დასტურდება” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი საზოგადოებას გარდაცვლილ, 27 წლის ახალციხელ ექთან, მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას აწვდის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ტესტი იყო უარყოფითი:

ქალბატონი მეგი შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ 19:45 წუთზე. ჩვენ კლინიკაში შემოყვანისას, ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, თერმოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე, მარტივი  სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერ ინარჩუნებდა თერმოდინამიკას. ასევე მინდა გითხრათ, რომ გასინჯული იყო შემოყვანისთანავე, რამდენიმე წუთში, ჩემ და ქალბატონ ქეთის მიერ. დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. ჩვენ კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევიან შენარჩუნებული მეგადოზებით, ხაზს ვუსვამ, პრეპარატებით, რომლებიც იძლევიან წნევის აწევას.

რაც შეეხება მდგომარეობას, შემოსვლისას იყო კრიტიკული, შეუქცევადი. ეს სამწუხაროდ იყო გამოწვეული ე. წ. “პოსტრეანიმაციული დაავადებით”, ” მყარი ვაზოპლეგიით” და ამ შეუქცევადმა პროცესმა, რამოდენიმე საათში, გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და დაფიქსირება ბიოლოგიური სიკვდილის.

ჩვენ კლინიკაში ჩატარებული კლინიკოლაბორატორიული კვლევებით, არცერთ კვლევაში, ანემია არ დასტურდება.

მას ჩაუტარდა პისიარ ტესტი, “ჯინ ექსპერტი” კორონავირუსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ტესტი ჩატარებული კვლევით იყო ნეგატიური,” – აცხადებს ლევან რატიანი.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“საუკეთესო წლებს ართმევენ განათლებულ, გულწრფელ ადამიანებს” – ნათია ფანჯიკიძე საპროტესტო აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით

საპროტესტო აქციებზე დაკავებულებთან მიმართებაში და მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...