spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიამთაწმინდაზე კორპუსის მშენებლობა მკაცრი დაცვის ზონაში მიმდინარეობს -...

მთაწმინდაზე კორპუსის მშენებლობა მკაცრი დაცვის ზონაში მიმდინარეობს – თამთა შამათავა

მთაწმინდაზე მიმდინარე მშენებლობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური პლატფორმა – “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი. თამთა შამათავას თქმით, სამუშაოების გამო საფრთხეშია წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია. მისივე თქმით, საფრთხე ემუქრებათ ეკლესიის მიმდებარედ მაცხოვრებლებსაც.

“მთაწმინდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია. რამდენიმე დღეა, ეკლესიის ძირში ქედს ჭრიან და ამ ადგილას კომპანია “მკ დეველოპმენტი” კორპუსის მშენებლობას იწყებს. საფრთხე ემუქრება როგორც ეკლესიას, რომელიც მკაცრი დაცვის ზონაში შედის, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც.

სამწუხაროა, რომ ამ მავნებლობას ქვია “კანონიერი” მშენებლობა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2018 წელს, კახა კალაძის მერობის პერიოდში. ასევე, გამოსაკვლევია, გეოლოგიური დასკვნის გაცემისას, რეალურად შეისწავლეს თუ არა ტერიტორია.

მოვითხოვ, კახა კალაძემ გაგვცეს პასუხი ამ ვანდალიზმზე. რატომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში შედის. ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომლის ჰაერიც კლავს და რომელმაც სრულიად დაკარგა იერსახე. დაბინძრებული ჰაერით ავადდებიან ადამიანები. ამ ფონზე, ეს ქმედება არის აბსურდი და ნებართვის გამცემები არიან დამნაშავეები. მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად, რადგან, ეს ქალაქი ჩვენია!” – განაცხადა თამათა შამათავამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...