პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ დღეს გამართულ საინფორმაციო მიტინგს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ აქციაზე წარმოდგენილი გეგმა, რადგანაც, მისი აზრით, ეს ისევ ერთ წრეზე სიარულია:
“აი ეს სურათი – “კარტინკა” ოპოზიციაში არ/აღარ შეიძლება – უკვე “უნიჭობაა”🙏✌️ თუ რაიმე ვთქვი ყველაფერი ზუსტად ასრულდა, სამწუხაროდ!
ამ გეგმაში ამ “კარტინკით” არ და ვერ მოგყვებით, რადგან ზუსტად ვიცი, რომ კატასტროფააა ქვეყნისთვის, დიდი სისულელე და ისევ ერთ წრეზე სიარული.
შევიკრიბებით გარკვეული ადამიანები დასავლური ვექტორით მე ჩემს გეგმას – “კანონი და სამართლის” გეგმას ვიტყვი, სხვები თავისას, შევჯერდებით და კი ბატონო – ბრძოლა ბოლომდე✌️
ხალხი? ხალხი ბრძენია! მთავარია ისე არ აიზილოს “სხვისი კორუფციონერი – ჩვენს/ჩვენიან კორუფციონერში”, “სხვისი რუსეთის, ოკუპანტის მომხრე – ჩვენს რუსეთის მომხრეში”, ეს მარაზმი უნდა დასრულდეს… ხალხისთვის ერთი “ნაგავია”. ხალხთან ფრთხილად, რადგან ხალხი ბრძენია!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

