spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების...

“ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად კომპრომისული ნაბიჯებისთვის, რაც ხელს შეუწყობდა შეთანხმებას, მათ წინა პლანზე დააყენეს მხოლოდ ის თემები, რომელიც მათი პარტიებისთვის იყო მნიშვნელოვანი – რაც კონკრეტულად მათ პოლიტიკური დღის წესრიგია, დააყენეს უფრო მაღლა ვიდრე ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები და მოთხოვნა შეთანხმებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებები შეაფასა. მისი თქმით, დამდგარი შედეგი აჩვენებს, თუ რა ხდება ოპოზიციის ბანაკში.

წინა პერიოდში იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა თვითონ ოპოზიციის შიგნით, ლიდერებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, რაც იყო ნიშანდობლივი, მაგალითად, ორ კონკრეტულ განცხადებას გავიხსენებდი, სადაც ოპოზიციონერები მიუთითებდნენ შიგნით, მოლაპარაკებებში, კონკრეტულ მითითებებზე, რომელიც რამდენიმე ლიდერის მხრიდან და სააკაშვილის ფრთის მიერ იყო გაკეთებული, რომ მოლაპარაკება ნებისმიერ ფასად უნდა ჩაიშალოს და მეორე – მოდი, შევუთანხმდეთ ხელისუფლებას, ჩვენ აღარ შევასრულოთ პირობა და ხელისუფლებას მაინც მოუწევს პირობის შესრულება. ეს რომ სიმართლეა იმით მტკიცდება, რომ გასულ წელს, 8 მარტის შეთანხმებითაც ზუსტად ასე მოხდა – როდესაც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ოპოზიციამ დადო პირობა, რომ მხარს დაუჭერდა იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ დავინახეთ – ოპოზიცია გავიდა პროცესიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება, მთავრობის ფორმირება ან არჩევნები ჩაიშალა. მისი შეფასებით, დღეს არცერთი ეს პირობა სახეზე არ არის.

ოპოზიციის მთავარი ბრალდება, თითქოს სისტემურად გაყალბდა არჩევნები – ვერ დადასტურდა და გაქარწყლებულია, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს, რომ არჩევნები ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. როდესაც გაყალბებას აბრალებ ხელისუფლებას და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, თან, გადამოწმებაზე და გამოძიებაზეც უარს აცხადებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჰაერში გასროლილი ცარიელი ბრალდება.

პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ისევე, როგორც პატივს ვცემთ იმ მოქალაქეების არჩევანს, ვინც ოპოზიციური პარტიები აირჩია. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში და გვინდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს ზუსტად იმ განაწილებით, როგორც ის ხალხმა აირჩია. გვსურს, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის არჩევანი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს – შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ვერც თანხმობას ვეტყოდით,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ე.წ. 40%-იანი მხარდაჭერის ზღვართან დაკავშირებითაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა, გასული წლის 8 მარტის შეთანხმების დროს და კონსტიტუციაშიც ასახულია:

კომენტარები გაკეთდა მხარდაჭერის 40%-იან ზღვართან დაკავშირებით – ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების დროს და კონსტიტუციაშიც ასახულია, რომ გამარჯვებული პარტია თუ 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებდა, უმრავლესობას და მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებდა. ჩვენ მივიღეთ 48% და სრული უფლება, რომ უმრავლესობაც და მთავრობაც ჩამოგვეყალიბებინა. შარშან, 8 მარტს ხელმოწერილ შეთანხმებაში პირდაპირ წერია 40%-ის ჩამკეტი, ეს არის უკვე კონსტიტუციაშიც ასახული მაშინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ფასილიტაციით ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...