“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციას აკრიტიკებს და მიუღებლად მიაჩნია ოპონენტების მიერ დასავლელი პარტნიორების ლანძღვა:
“ოპოზიცია ბორელს შემთხვევით კი არ ლანძღავდა გუშინ, იმიტომ ლანძღავდნენ, რომ მათთვის ევროპაა უცხო და დასავლეთია უცხო. ეს ძალიან მძიმე მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ.
ზოგადად ოპოზიციას, თავისი მდგომარეობა, სხვადასხვა მიზეზების გამო, დღითიდღე უმძიმდება. გუშინ ეს საჯაროდაც ვიხილეთ – ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის.
საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა მათ არ შერჩებათ, არცერთ შემთხვევაში – არც ბორელის ლანძღვა შერჩებათ, არც ის, რომ პირობებს არღვევენ და რაციონალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან იმ შეთანხმების მიმართ, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.