spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით,...

ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოვიდეს – არჩილ თალაკვაძე

ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოვიდეს – ჩვენ პატივს ვცემთ იმ მოქალაქეებს, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და გვსურს მათი ხმა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ეს პარლამენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც ხალხს ემსახურება და ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მის დაკნინებას ისახავს მიზნად, არის ანტიკონსტიტუციური და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ქართული ოცნება“ იქნება ერთადერთი პარტია პარლამენტში:

ოპოზიციის რადიკალური ფრთა განსაკუთრებით ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ არჩევნები გაყალბდა, მერე კი უარი თქვეს ამის გადამოწმების ყველა მექანიზმზე. ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ერთადერთი პარტია პარლამენტში. ესეც ძალიან მოკლევადიანი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ორი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე შემოვიდა. დღეს, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს პარლამენტი არის მრავალპარტიული და ის, რომ პარტიების ნაწილი რჩება ბოიკოტის რეჟიმში დროებითია და ანტიდემოკრატიულია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...