spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ინტერესის დასაცავად

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ინტერესის დასაცავად

ყველას მოვწოდებ, რომ იყვნენ ობიექტურები და ამ ობიექტურობაში იგულისხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლიანი პრინციპების მიღება – ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ინტერესის დასაცავად და არა მხოლოდ პარტიული ინტერესის დასაცავად. იმავეს მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებსაც“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ წარმომადგენლის გამოსვლას გამოეხმაურა.

მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი სამი დღეა, ბოდიშებს უხდის საზოგადოებას იმისთვის, რომ რაღაც დეტალებზე ვერ ელაპარაკება, იმიტომ, რომ ასეთი პირობაა დადებული მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელსაც მედიაციას უწევენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და აშშ ელჩი, ამის მიუხედავად, მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ არათუ დეტალების გახმაურებას, არამედ შეგნებულად ვრცელდება ამ დეტალების შესახებ არასწორი ინფორმაციები. მგონი, ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ამიტომ იქ მცირეოდენი კრიტიკა ამ პროცესშიც კი, ნუ გაგიკვირდებათ. იმიტომ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ და გამოჩნდება, ვინ იყო მართალი, ვინ რა წინადადებას აყენებდა, ვინ რაღაცაზე არ მიდიოდა თუ მიდიოდა და ასე შემდეგ. უბრალოდ, კიდევ ვერ ვლაპარაკობ და მართლა დიდი ბოდიში საზოგადოებას, და მათ შორის, მინდა გამოვყო ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც შექმნილ ინფორმაციულ ვაკუუმში მხოლოდ ამ ცრუ ინფორმაციებს იღებს, და მათ ვუთხრა, რომ გვენდონ, ჩვენ სამართლიანი პირობებიდან არ გავდივართ არსად.

ევროკავშირი, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელიდან დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, რომელსაც გარკვეული პასუხისმგებლობა შეიძლება ჰქონდეს აღებული ამ პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აიღეს ეს პასუხისმგებლობა და მედიაციას ცდილობდნენ, ამის მიუხედავად, ჩვენთან, შიგნით, ვერა და ვერ დარწმუნდა ბევრი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, რომ ამ პანდემიისგან მიყენებული უმძიმესი ზიანის ფონზე, ამ ეკონომიკური და სოციალური მძიმე პირობების ფონზე, ამ უმუშევრობის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის შედეგად, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, დეტალების გამჟღავნება და სიცრუის საუბარი კი არა. ხვალ და ზეგ ხომ გაირკვევა, რომ ჩვენი მხრიდან კეთდებოდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, მეორე მხრიდან რა მივიღეთ – პასუხი ხომ უნდა გასცენ, ორი თუ ათი დღის შემდეგ, ვიღაცეებმა.

აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ ეს კონტექსტი გაითვალისწინონ და იყვნენ ობიექტურები. ამ ობიექტურობაში იგულისხმება სამართლიანი პრინციპების მიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ინტერესის დასაცავად და არა მხოლოდ პარტიული ინტერესის დასაცავად. იმავეს ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებსაც და იმედია, მათშიც აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...