spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს მოლაპარაკებებში"...

“საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს მოლაპარაკებებში” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  ევროპელ მედიატორთან შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ განიხილება ყველა საკითხი, რომელიც იყო 6-პუნქტიან დოკუმენტში, ხოლო დღის ბოლომდე არის მოლოდინი, ,,ქართული ოცნების” მხრიდან იქნება კონკრეტული პოზიციები:

,,საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს განხილვებში, მაგრამ ჯერ არ არის ეს ის ნიშნული, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ.

შინაარსობრივ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე პოზიტიურად განმაწყობს, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც ალბათ 1 ან 2 შეხვედრა გვექნება, რაღაც გარკევული საკითხები კიდევ დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია.

მთავარი ის არის, რომ დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომელთა ეგიდითაც მიდის ეს, როგორც მე ვუწოდე 48 საათიანი ბლიც მოლაპარაკებები, 5 თვის შემდეგ, რომელიც ჩვენ გვქონდა.

ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვქონდეს რაციონალური პოზიცია – თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას. იმედი მაქვს, დღის ბოლომდე იმ საკითხებზე, რაც დარჩა კიდევ, ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს ,,ქართული ოცნების” მხრიდან.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა დოკუმენტზე, რაზეც ვმუშაობდით ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ უკვე ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. აქ ფუნდამენტური განსხვავებაა თვითონ მოლაპარაკების შინაარსში, რაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი იქნება მოლაპარაკებებში.

განიხილება ყველა საკითხი, რომელიც იყო 6-პუნქტიან დოკუმენტში, განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, განიხილება საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი, განიხილება ახალი არჩევნების საკითხიც, როგორ შეიძლება მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...