spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: წესების დარღვევაა, როცა მოლაპარაკების პირობებზე საჯაროდ...

არჩილ თალაკვაძე: წესების დარღვევაა, როცა მოლაპარაკების პირობებზე საჯაროდ საუბრობს ოპოზიცია – იმედია ეს დესტრუქციის სიგნალი არ არის

რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ ბატონი დენიელსონის ნაცვლად და მოლაპარაკების პირობებზე კომენტარს წინასწარ არ გავაკეთებ, მაგრამ რასაც ვხედავთ და რა გზავნილებიც მისი მხრიდან გაკეთდა, რომ ემოციები გადავდოთ გვერდით და რეალისტური მოთხოვნები იყოს განხილული, ეს თავისთავად არის სწორი გზავნილები მოლაპარაკებისთვის. მითითება იმაზე, რომ კომპრომისები უნდა გაკეთდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის“ ეთერში ოპოზიციასთან მმართველი გუნდის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობის მედიაციის მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი თქმით, კომპრომისი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა.

ოპოზიციამაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები ეუთო/ოდირმაც, რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, როგორც ლეგიტიმური არჩევნები. მათ გაიმეორეს საბოლოო დასკვნებში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე აპელირება იმაზე, რომ თითქოს ეს არჩევნები არალეგიტიმურია და, მოდით, ახლა, რასაც ჩვენ ვიტყვით, ის უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, ეს ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი მიდგომა“, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, შემაშფოთებელია, როცა მოპალარაკებებთან დაკავშირებულ პირობას უკვე არღვევს ოპოზიცია.

ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ოპოზიცია და განსაკუთრებით ოპოზიციის ერთი ნაწილი დღეიდანვე არღვევს იმ მთავარ პირობას, რაც მოლაპარაკებებში იყო დასმული, რომ მოლაპარაკების დეტალებზე არ გვესაუბრა საჯაროდ. გახსოვთ, ალბათ, რა განცხადებები გავაკეთეთ ჩვენ – ბატონმა კობახიძემ, ბატონმა კუჭავამ და მე, და ნახეთ, რა კომენტარები გააკეთა ოპოზიციამ. მათ, პრაქტიკულად, პირდაპირ ისაუბრეს საკითხებზე, წინასწარი შეფასებებიც უკვე გააკეთეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სამართლიანი პრინციპების მიღმა, მმართველი გუნდი არ აპირებს, რაიმე შეთანხებას მიაღწიოს.

იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ჩვენმა ორმა მილიონმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. როცა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, როდესაც დამკვირვებლებმა გააკეთეს დასკვნები უკვე ჩატარებულ არჩევნებზე, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ საზოგადოების ნაცვლად ან დამკვირვებლების ნაცვლად კონკრეტული მოლაპარაკებების დროს, ეს რაიმეში გავცვალოთ?! წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ მომავალზე ვმსჯელობთ დღეს და მომავალზე გვაქვს მოლაპარაკებები, მომავალზე გვაქვს დისკუსია.

როდესაც ოპოზიცია გამოდის გარეთ და პირდაპირ ლაპარაკობს უკვე იმ საკითხებზე, რისი განხილვაც შიგნით გვქონდა, ვთქვათ იმაზე, რომ პლებისციტი არის მათთვის პრინციპული თუ პატიმრების საკითხი მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ამ მოლაპარაკებების იმ მთავარი წესების დარღვევა, რაც წინასწარ გაგვაცნეს ჩვენ და რაზეც ვიყავით შეთანხმებული. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის სიგნალი დესტრუქციული გაგრძელებისკენ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კიდევ ერთხელ ეცადოს ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანოს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება...

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...