spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად" - ირაკლი ღარიბაშვილი

“დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად” – ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას აქვს კითხვა, რატომ უსმენდნენ მას, როგორც კერძო პირს, და რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად.

პირველი კითხვა, რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ ვიყავით.

ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავითარი დანაშაული არ მომხდარა და რაც საზოგადოებამ იხილა, არის სიყალბე.

რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან დაზარალებული არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში მოხდა ბატონ ანზორ ჩუბინიძესთან გასაუბრება.

ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან ვინმეს ჩაგვრის. თუ ოდესმე ვინმეს რამე გსმენიათ ან რამე ფაქტი იცით, გთხოვთ, დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რასთან გვქონდა საქმე. უბრალოდ, გასაუბრება მოხდა მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამრავი შეურაცხმყოფელი მუქარა.

აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია, მათ შორის, პოლიციის ჩართულობით, რადგან მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო, – როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს ასეთი დანაშაული, როგორც ისინი ყვებიან, რომ მომხდარიყო, გამოიძიებდნენ თუ არა ან დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს?! რა თქმა უნდა, – არა.

შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბეზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ, მოსახლეობას რომ არ დარჩეს რამე კითხვა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შესაბამისად ტელეკომპანიაში შეჭრასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება.

რაც შეეხება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკის და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...