პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებებისას აცხადებს, რომ საჭიროა ხელისუფლების გადაბარება და ამის შემდეგ იქნება საქართველოში სტაბილურობა და პროდასავლური კურსის გაძლიერება:
“პროცესი შეუქცევადია: მშვიდად უნდა დავაბრუნოთ ეს ქვეყანა ქარვასლობიდან სახელმწიფოებრიობის კალაპოტში! ხელისუფლება ისეთ ვარდნაშია, ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს: სახელმწიფოს დაბრუნების და განვითარების სტრატეგიულ პრინციპებზე, ხედვებზე და გეგმებზეა ახლა სამუშაო.
ამომრჩეველმაც და დასავლეთმაც უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ქვეყანაში არა მხოლოდ სტაბილურობა იქნება და გაძლიერდება პროდასავლური კურსი, არამედ უპირველესად ის, რომ საბოლოოდ დავადგებით რეალური დემოკრატიის, ხელისუფლების დაყოფის, დეცენტრალიზაციის და წარმატებული ეკონომიკის შენების გზას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

