spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნოდარ მელაძის შაბათი" - გასაჯაროვებული აუდიოჩანაწერები: მედიის წარმომადგენლებისა...

“ნოდარ მელაძის შაბათი” – გასაჯაროვებული აუდიოჩანაწერები: მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებები

ტელეკომპანია ,,პირველის” გადაცემაში ,,ნოდარ მელაძის შაბათი” გასაჯაროვდა ბერა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, ანზორ ჩუბინიძეს შორის გამართული სატელეფონო ჩანაწერები. როგორც გადაცემიდან ჩანს, ჩანაწერებში საუბარია კონკრეტულ სადამსჯელო ღონისძიებებზე, დაშინებასა და შეურაცხყოფაზე. აღნიშნულ რეპორტაჟს კონკრეტული შეფასებები მისცეს მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა:

,,მიშას დროს ვერც ბერა ბლატაობდა ასე, ვერც ღარიბაშვილი და ვერც ჩუბინიძე!
მიშას დროს ბერას ფეისბუქიც არ ჰქონდა! (კომენტარსაც ვერავინ დაუწერდა).
მიშას დროს ღარიბაშვილი ბიძინას კლერკი იყო და ჩუბინიძე დაცვა – ტელეფონზე ლაპარაკი არ სჭირდებოდათ.

მიშას დროს ბიძინა ვინ იყო ის არ იცოდა ხალხმა, მით უფრო, ბერა!

p.s. ჩანაწერი ახალია და იტეხეთ ახლა თავები, ვინ უსმენდა სუსში ბერას!
#იფიქრექოცო!“,- ,,ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

 

,,მონას არასდროს ანიჭებდნენ სრულ სახელებს. ასეა ბერა და მისი ყმების ამბავიც, რაც მოვისმინეთ, ყველას “კლიჩკები” აქვთ.

ხოდა, რეალობის ასახვის ვალდებულების გამო, ტელეკომპანია მთავარი ამიერიდან ტიტრებში გამოიყენებს ამ პერსონაჟების რეალურ სახელებს:
1. იკა ღარიბაშვილი
2. ანზორა ჩუბინიძე
3. ვახო გომელაური“, – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

,,რა მნიშვნელობა აქვს როდინდელი პერიოდია, 10 წლის წინ იყავი ჩათლახი თუ ახლა ხარ ჩათლახი და გაქვს ამნაირი ბოროტი აზრები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, “თავისუფალი საქართველოს” ყოფილი წევრი გოგი წულაია.

 

 

,,ვსაუბრობთ არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანებზე და მათი ნების შემსრულებელ ხელის ბიჭებზე. პრემიერმინისტრები და მინისტრები ასრულებენ მანიაკების რაღაც პირად ხუშტურებს“, – “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

 

 

 

,,ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ ღარიბაშვილს დღეს დილით განცხადება უნდა ჰქონდეს დაწერილი გადადგომის შესახებ. ჩუბინიძესაც განცხადება უნდა ჰქონდეს დაწერილი გადადგომის შესახებ და პროკურატურაში უნდა იყოს აღძრული საქმე“, – “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი,...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...