spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკური ტერორიზმი მძვინვარებს ქვეყანაში!" - თაკო ჩარკვიანი

“პოლიტიკური ტერორიზმი მძვინვარებს ქვეყანაში!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში შექმნილ მდომარეობას უმწვავეს შეფასებას აძლევს და ხალხს პროტესტის გამოსახატად გამოსვლისკენ მოუწოდებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს გონს მოსვლას ურჩევს:

ვაქცინა არ შემოაქვთ (ვერ და არ)! ხალხი სახლებში გამოამწყვდიეს უმუშევრად!
ბიზნესი აღარ არსებობს, გაკოტრებულია! ოჯახები შიმშილობენ! ადამიანებს დასამარხი ფული არ აქვთ!

2 დღეში სამოცდასამი ათასმა ადამიანმა მიაკითხა (უცხოეთში დასარჩენად – სამუშაოდ) გერმანიის საელჩოს! ადამიანები სახლებს ყიდიან! მთელი საქართველო ბანკშია ჩადებული!
მოხუცები წამალს ვერ ყიდულობენ! ახალგაზრდები განათლებას ვერ იღებენ, ვერც მუშაობენ, სამუშაო ადგილები არ არსებობს – უმუშევრობაა!

აცრები არ ტარდება, ვაქცინაცია არც დაწყებულა!
ექიმები დღე და ღამე შრომობენ, ერთჯერადი შეფუთვაც კი არ აქვთ წესიერი (მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის). მესამე ტალღას ალბათ ვეღარ გაუძლებენ!

ქარხნები ჩვენთან არ გუგუნებს და ფაბრიკები!
კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს!
კორუფციონერი ჩინოვნიკების სასახლეების მშენებლობას, მანქანების და ჯიპების და საათების კოლექციას უყურებს ხალხი!
მკვლელობები, გაუხსნელი საქმეები, კრიმინალის თარეში!

ბოსხის ტილოს დაამსგავსეს ქვეყანა! ჰოდა ხელისუფლებავ, სანამ სტაფილო ან გვირილა არ მიგახატათ ხალხმა, ზუსტად ისე და ზუსტად იმ ადგილზე, როგორც ფერწერულ ტილოზე აქვს ბოსხს, მანამდე არ მოხვალთ აზრზე ისე ვატყობ!

რა ოპოზიცია და რა “ამისტი და იმისტი”?! რა შუაშია ვინმე! გამოვიდეთ ხალხნო ამ ყველაფრის გამო! და მერე ნორმალურ არჩევნებში ვისაც გინდათ მიეცით ხმა, ჩვენი ოჯახების – სახელმწიფოს საკეთილდღეოდ!

გავიდა ცხოვრება და მიაქვთ ჩვენი შვილების მომავალი და მოხუცთა სიბერე, კორუფციაში ჩაფლულ ბიუჯეტის მძარცველ ხელისუფლებას!
ეს პოლიტიკური ტერორიზმია! პოლიტიკური ტერორიზმი მძვინვარებს ქვეყანაში!

მოსამართლე ბიძინა! პროკურორი ბიძინა! ხალხის დამსჯელი და ვაქცინის არშემომტანი ბიძინა! საქართველოში ამ გაჭირვების ჟამს გამდიდრებული ბიძინა!
ხეების და თვალების მთხრელი ბიძინა! გავრილოვის შემომყვანი ბიძინა! ჰოდა ხალხმა საკმარისად იძინა და ახლა გირჩევ გონს მოდი ბიძინა!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...