პარასკევი, ივნისი 27, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19Covax პლატფორმაზე გამოქვეყნებული დაზუსტებული ალოკაციის სქემის მიხედვით საქართველო...

Covax პლატფორმაზე გამოქვეყნებული დაზუსტებული ალოკაციის სქემის მიხედვით საქართველო გამონაკლისის წესით მიიღებს Pfizer-ის​ ვაქცინას – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტებებს აკეთებს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებია მიღებული AstraZeneca​-სა და Pfizer-​თან მიმართებაში:

Covax პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა AstraZeneca​-სთვის და ასევე Pfizer-ის​თვის. პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის, საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს Pfizer-ის​ ვაქცინას.

რაოდენობა იქნება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული – 29250 დოზა და სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, მის ალოკაციაში მითითებულია 129600 დოზა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს მაისის ბოლომდე. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც თებერვალში გახდა ჩვენთვის ცნობილი, მითითებული იყო 144000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 315000 დოზამდე, ეს იყო პირველი ზღვარი, მაგრამ ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. Covax-ი ამას აზუსტებს, რომ ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...