spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა დიალოგისთვის და...

კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა დიალოგისთვის და ეს პროცესები გვიჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, წინსვლა და განვითარება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული, ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მედიასთან შეაფასა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, რაც კარგია, რადგან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს:

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში ექნება. მისასალმებელი და მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვიჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. გამოვიდეთ ამ დაპირისპირებიდან და ერთად შევძლოთ ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასურველია პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა პარტნიორების ჩართულობის გარეშეც შეეძლოთ:

ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ისე უნდა განვავითაროთ ქართული პოლიტიკა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მათი ჩართულობის გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და გადაწყვეტილებების მიღება.

გუშინდელი გადაწყვეტილებით, დიალოგის დაწყება არის აუცილებელი და ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზაობას. საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათგან ბევრს ისედაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილება ისედაც მიღებულია.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული მზაობაა ხელისუფლების და როგორც მოვისმინეთ, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ დიალოგი დაიწყება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...