ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

რა მდგომარეობაშია ავტოიმპორტი საქართველოში? – ანალიტიკური შეფასებები

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავტო იმპორტი საქართველოში მზარდი დინამიკით გამოირჩეოდა (ცხრილი N1). მაგრამ კოვიდ 19 პანდემიამ ეს ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. ექსპორტის მოცულობა 44,9%-ით, 732,8 მლნ. აშშ. დოლარიდან 404,1 მლნ. აშშ. დოლარამდე შემცირდა. როცა ვირუსის გავცელების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ კრიზისზე ვსაუბრობთ საჭიროა გამოვყოთ პანდემიამდე და პანდემიის გავრცელების შემდგომი პერიოდები. 2020 წლის 1 კვარტალი მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა. რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ  დარგს წინა წლებში მზარდი დინამიკა გააჩნდა და პროცესები ინერციით განაგრძობდა სვლას. 2020 წლის 1 კვარტლში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ექსპორტით 25,6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი ავტომობილი გაიყიდა (ცხრილი N2). უარყოფითად იმოქმედა სომხეთის ფაქტორმა. როგორც ვიცით ევრაზიულ კავშირში აღებული ვალდებულებების გამო სომხეთს საბაჟო ტარიფები უძვირდება, რის გამოც ავტომობილების რეექსპორტის ქართული ბაზარი ფასის მიხედვით ნაკლებად მიმზიდველი ხდება მათთვის.

მეორე კვარტალიდან იწყება როგორც ქვეყანაში იმპორტირებული ისე ექსპორტირებული ავტომობილების შემცირება, რაც ძირითადად კოვიდ 19 გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა განაპირობა. ექსპორტი 56,7%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი – 30,2%-ით.

ცხრილი N1. საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტ/იმპორტი
2009-2020 წწ.

იმპორტი ექსპორტი სავაჭრო ბალანსი
წელი მლნ. აშშ. დოლარი ავტომობილების რაოდენობა მლნ. აშშ. დოლარი ავტომობილების რაოდენობა მლნ. აშშ. დოლარი ავტომობილების რაოდენობა
2009 304,4 39 566 78, 5 3 177 -225, 9 -36 389
2010 401,9 47 886 227,4 2 3150 -174, 6 -24 736
2011 510, 7 57 218 450,3 46 183 – 60,4 -11 035
2012 662,6 67 112 587,3 58 095 -75, 3 -9 017
2013 710,5 81 253 703,8 73 412 -6 ,8 -7 841
2014 715,0 96 574 517,8 45 477 -197,3 -51 097
2015 472, 2 85 837 179,1 18 130 -293,1 -67 707
2016 524,0 100 797 170,7 15 566 -354, 2 -85 231
2017 590,2 89 798 244, 6 29 343 -345,5 -60 455
2018 839,8 115 001 428, 6 54 493 -411, 2 -60 508
2019 1 107, 9 156 225 732, 8 107 268 -375,1 -48 957
2020 759,5 88 863 404,1 40 712 -355, 3 -48 712

 

ცხრილი N2. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2019-2020წწ. (1 კვარტალი)

ქვეყანა 2020 წელი

1 კვ.

მლნ. აშშ. დოლარი

2019 წელი

1 კვ. მლნ. აშშ. დოლარი

ქვეყანა 2020 წელი

1 კვ.

მლნ. აშშ. დოლარი

2019 წელი

1 კვ. მლნ. აშშ. დოლარი

ავღანეთი 0,002 ყირგიზეთი 2,172 7,566
ალბანეთი 0,010 0,007 ლიბანი 0,046
აზერბაიჯანი 82,390 35,926 ლატვია 0,006
ავსტრია 0,022 მოლდოვა 0,215 0,102
სომხეთი 1,920 28,050 ნიდერლანდი 0,038 0,528
ბელგია 2,660 2,141 ნიგერია 0,004
ბულგარეთი 0,088 0,179 პანამა 0,337 0,631
ბელარუსი 0,024 ფილიპინები 0, 004
კანადა 0,012 0,028 პოლონეთი 0,040 0,006
კვიპროსი 0,001 რუმინეთი 0, 012
ჩეხეთი 0,010 0,377 რუსეთი 4,178 1,800
ჩილე 0,017 სენეგალი 0,090
ჩინეთი 0,451 სლოვენია 0,444 0,273
ხორვატია 0,005 ესპანეთი 0, 006 0,022
კვიპროსი 0,033 შვედეთი 0,067
გერმანია 0,156 0,076 შვეიცარია 0,427 0,428
განა 0,007 ტაჯიკეთი 2,849 0,780
საბერძნეთი 0,040 0,012 არაბთა გაერთიანებული საამიროები 7,749 10,893
უნგრეთი 0,004 0,014 თურქეთი 2,512 0,152
ინდოეთი 0,005 თურქმენეთი 0,014 0,078
ისრაელი 0,006 უკრაინა 21,145 14,642
ირანი 0, 005 გაერთიანებული სამეფო 0,009 0,006
ერაყი 0,703 1,113 აშშ 0,029 0,031
იტალია 0,002 0,001 უზბეკეთი 0,938 0,587
ყაზახეთი 2,106 0,739

ავტო იმპორტიორების დიდი ნაწილი მძიმე ფინანსურ პირობებში აღმოჩნდა. ქვეყანაში შემოყვანილი ავტომობილების დიდი ნაწილი რეექსპორტზე იყო გათვალისწინებული. პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვამ ექსპორტის მოცულობა შეამცირა. შესაბამისად შემცირდა ავტო იმპორტიორების შემოსავლებიც და მათი გადახდისუნარიანობაც. ქართული საბაჟო კანონმდებლობის თანახმად 90 დღიანი საბაჟო საშეღავათო პერიოდის გავლის შემდეგ განუბაჟებელ ავტომობილს ყოველდღიურად ეწერება საურავი 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული საურავების გადაუხდელობის გამო ბევრ ავტო იმპორტიორის ქონებას ყადაღა დაედო. იმისათვის, რომ საკუთარი ავტომობილი გაყიდოს ჯერ სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებული საურავები უნდა გადაიხადოს ავტომფლობელმა. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ავტო იმპორტიორები ამასაც ვერ ახერხებენ. გამოსავალი ერთია ბანკის სესხი, რომელიც ისედაც დაზარალებული დარგს კიდევ უფრო აზარალებს. მეორე პრობლემა, რომელიც ავტო იმპორტიორებს აწუხებთ ეს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების დასაწყობებაა. საბაჟო ტერმინალიდან სატრანსპორტო საშუალების გამოყვანა შეზღუდული ვადით არის შესაძლებელი, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი ავტომობილის მწყობრში მოსაყვანად, ხოლო ტექნიკურად გაუმართავი მანქანის გაყიდვა სარფიანად პრაქტიკულად შეუძლებელია. დასაწყობების ალტერნატივა მისი განბაჟებაა, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ ავტო იმპორტიორების დიდ ნაწილს განბაჟების თანხები არ გააჩნიათ და თან განბაჟებული ავტომობილი დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს უცხოელ ავტო დილერებს შორის, რაც მანქანის ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვალდებულება 2021 წლის 1 მარტიდან 1 ივნისამდე გადაწია, ხოლო 1 მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების საურავებზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც უდავოდ შეღავათს მისცემს ავტო იმპორტიორებს. მაგრამ შემცირებული რეექსპორტის მოცულობის შემთხვევაში ეს დარჩენილი სამი თვეც მალე გაივლის უშედეგოდ, თუ იგი მაქსიმალურად არ გამოიყენა დარგმა. წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ავტო იმპორტიორებს ინდივიდიულურად გაუხსნა სახმელეთო საზღვარი. „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ შუამდგომლობით შესაძლებელია უცხოელი ავტო დილერების შემოყვანა ქვეყანაში. ამისთვის ვიზიტორმა საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში უნდა გაიაროს პისიარ ტესტი, ერთი დღე დაელოდოს კოვიდ სასტუმროში ტესტის პასუხს და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესძლებს ქვეყანაში შემოსვლას. ვიზიტორი ქვეყანაში ყოფნის დროს ვალდებულია ყოველ 72 სთ-ის ერთხელ ხელმეორედ გაიაროს კოვიდზე გამოკვლევა.

ამის გარდა 1 მარტიდან კიდევ 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსი) მოქალაქეები შეძლებენ საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლას. მანამდე საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსვლის უფლება ჰქონდათ შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებს: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
https://www.geostat.ge/ka

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული