spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს" -...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი:

ერთი საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება ხოლმე ყოველდღე თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ოთხთას ეკლესიის მთებში – მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, სადაც წყალი დილამდე მოედინება, მზის ამოსვლისას კი მოულოდნელად ქრება. და ასე მეორდება ყოველდღე.

მაღალ მთებში (3000 მ ზღვის დონიდან) ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს ადგილობრივები Güngörmez Suyu-ს (ანუ “მზეუნახავ წყალს” ან “დღეუნახავ წყალს”) ეძახიან.

ეს წყარო ადგილობრივების მიერ წმინდა წყლადაა მიჩნეული. ისინი აქ წელიწადში ერთხელ ადიან და ამ წყალს საკლავსაც კი სწირავენ ხოლმე. მათ მიაჩნიათ, რომ ან წყლის სიწმინდის გამო არის ჭოროხის ხეობა საცხოვრისად ვარგისი, მისი წყალობით არსებობს მცენარეულთა სახეობების სიმრავლე და ბარაქა.

ამ წყალში განბანვაც ტარდება ხოლმე. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ისინი ამ განბანვით ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებიან და მომავალშიც დაცული იქნებიან გადამდები დაავადებებისგან.

ბავშვების აქ განბანვას რაიმე სახის წინაპირობა არ სჭირდება. ადგილობრივებს სჯერათ, რომ იმ ქალიშვილებს, რომლებიც ამ წყალს დალევენ, ბედი გაეხსნებათ. მაგრამ იმისთვის, რომ ქალიშვილებს წყაროსთან მისვლა და განბანვა შეეძლოთ, გარკვეული ცერემონიის ჩატარებაა საჭირო. მისი წინაპირობა კი ისაა, რომ ამ ქალიშვილებმა სიზმარში უნდა ნახონ წყლის ხარები ან მისი მსგავსი არსებები, რომლებიც ადგილობრივთა რწმენით, მთის ტბებში ცხოვრობენ. ისევ ამ რწმენის მიხედვით, ეს არსებები სიბნელეში გამოდიან გარეთ, დღისით კი იკარგებიან ხოლმე (მსგავსი გადმოცემები არსებობს შავშეთშიც).

ზოგადად, მითოლოგიაში წყალი განახლებისა და გაცოცხლების სიმბოლოა და მას ადამიანებსაც კი სწირავდნენ ხოლმე.

ამ უცნაური ამბის (წყარო რომ მხოლოდ ღამით მოდიოდეს და მერე იკარგებოიდეს) მეცნიერული ახსნა არ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ვისაც ადგილობრივებმა მიმართეს ანუ თურქმა მეცნიერებმა ვერ ამოხსნეს). მსგავსი მოვლენა სხვაგან არც გამიგია.

ერთი რამ კი ცხადია, ეს წყალი და მისი პატივისცემა იქნებოდა წარმართობის დროსაც, ქრისტიანობის ეპოქაშიც და იგი არსებობს ახლაც, ადგილობრივ მუსლიმთა ხალხურ რწმენასა და წესებშიც, რაც ასახულია კიდეც ზემოთ მოყვანილ ამბავში და იგი ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემა აქ. უკვალოდ არაფერი იკარგება“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

სს “თელასი”: 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...