ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან მიმართებით:
“✅2026 წლის მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა იყო 320 მილიონი დოლარი. ეს არის 9.8%–ით მეტი გასული წლის მარტის მაჩვენებელზე. გზავნილების 45.41% იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან. 19.03% იყო აშშ–დან. რუსეთიდან გზავნილები იყო 11%.
✅აშშ–დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა 10.89% და 9.58%–ით. რუსეთიდან არაფერი არ გაზრდილა, მას შემდეგ რაც ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა 2022 და 2023 წლებთან შედარებით.
✅შედარებისთვის – მხოლოდ იტალიიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მარტში იყო 55 მილიონი დოლარი – საერთო მოცულობის 17.25%. როცა რუსეთის ფედერაციიდან არის 38 მილიონი დოლარი.
✅ჯამში ევროკავშირიდან და აშშ–დან ფულადმა გზავნილებმა მარტში შეადგინა მთლიანი გზავნილებს 65%–ს.
✅საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი პირდაპირი გაგებით, იკვებება ევროკავშირიდან და აშშ–დან გამოგზავნილი ფულით.
❗️როცა ქოცები და ზახაროვა გვიმტკიცებენ, რომ რუსეთის გარეშე ჩვენი ეკონომიკა დაიღუპება, ეს არის ტყუილი. რუსეთთან ვაჭრობით – ლეგალურით თუ არალეგალურით – სარგებლობენ ძირითადად ქოცური ელიტის წარმომადგენლები. ღვინოც კი რუსეთში მხოლოდ ქოცებთან დაახლოებულ კომპანიებს გააქვთ და ეს გამოძიებებითაც დადასტურებულია.
❗️რიგით ქართველამდე შეიძლება მივიდეს აქ ჩამოსული გაღლეტილი რუსი ტურისტის მიერ სასტუმროში,ბინაში თუ კაფეში ან მაღაზიაში დახარჯული თანხა, რაც მათხოვრული ფულია და თანდათან, რუსეთის გაღატაკების კვალდაკვალ შემცირდება.
❗️ქოცები საქართველოს აშორებენ უმდიდრესი ქვეყნების კლუბს და ტენიან ღატაკ რუსეთში, რომლის ეკონომიკა მუდმივად კოლაფსის საფრთხის წინაშე დგას.
❗️უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაფლაშული, რესურსებით უკიდურესად მდიდარი რუსეთის მშპ არის 2.5 ტრილიონი დოლარი, როცა ცალკე აღებული გერმანიის ეკონომიკა, გაცილებით მცირე ტერიტორიით, ბევრად მცირე მოსახლეობით და ბევრად ნაკლები ბუნებრივი რესურსებით არის 5.45 ტრილიონი დოლარი. გერმანიას რომ თავი გავანებოთ, პოლონეთის ეკონომიკა გადაცდა უკვე ტრილიონს. ევროკავშირის და ევროპის სხვა ქვეყნებს აღარ ჩამოვთვლი. (2025 წლის სავალუტო ფონდის მონაცემები).
გერმანიის ეკონომიკას დასცინიან ქოცები და რუსეთის ეკონომიკას ეთაყვანებიან. ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

