რა მდგომარეობაშია ავტოიმპორტი საქართველოში? – ანალიტიკური შეფასებები

106

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავტო იმპორტი საქართველოში მზარდი დინამიკით გამოირჩეოდა (ცხრილი N1). მაგრამ კოვიდ 19 პანდემიამ ეს ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. ექსპორტის მოცულობა 44,9%-ით, 732,8 მლნ. აშშ. დოლარიდან 404,1 მლნ. აშშ. დოლარამდე შემცირდა. როცა ვირუსის გავცელების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ კრიზისზე ვსაუბრობთ საჭიროა გამოვყოთ პანდემიამდე და პანდემიის გავრცელების შემდგომი პერიოდები. 2020 წლის 1 კვარტალი მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა. რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ  დარგს წინა წლებში მზარდი დინამიკა გააჩნდა და პროცესები ინერციით განაგრძობდა სვლას. 2020 წლის 1 კვარტლში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ექსპორტით 25,6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი ავტომობილი გაიყიდა (ცხრილი N2). უარყოფითად იმოქმედა სომხეთის ფაქტორმა. როგორც ვიცით ევრაზიულ კავშირში აღებული ვალდებულებების გამო სომხეთს საბაჟო ტარიფები უძვირდება, რის გამოც ავტომობილების რეექსპორტის ქართული ბაზარი ფასის მიხედვით ნაკლებად მიმზიდველი ხდება მათთვის.

მეორე კვარტალიდან იწყება როგორც ქვეყანაში იმპორტირებული ისე ექსპორტირებული ავტომობილების შემცირება, რაც ძირითადად კოვიდ 19 გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა განაპირობა. ექსპორტი 56,7%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი – 30,2%-ით.

ცხრილი N1. საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტ/იმპორტი
2009-2020 წწ.

იმპორტიექსპორტისავაჭრო ბალანსი
წელიმლნ. აშშ. დოლარიავტომობილების რაოდენობამლნ. აშშ. დოლარიავტომობილების რაოდენობამლნ. აშშ. დოლარიავტომობილების რაოდენობა
2009304,439 56678, 53 177-225, 9-36 389
2010401,947 886227,42 3150-174, 6-24 736
2011510, 757 218450,346 183– 60,4-11 035
2012662,667 112587,358 095-75, 3-9 017
2013710,581 253703,873 412-6 ,8-7 841
2014715,096 574517,845 477-197,3-51 097
2015472, 285 837179,118 130-293,1-67 707
2016524,0100 797170,715 566-354, 2-85 231
2017590,289 798244, 629 343-345,5-60 455
2018839,8115 001428, 654 493-411, 2-60 508
20191 107, 9156 225732, 8107 268-375,1-48 957
2020759,588 863404,140 712-355, 3-48 712

 

ცხრილი N2. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2019-2020წწ. (1 კვარტალი)

ქვეყანა2020 წელი

1 კვ.

მლნ. აშშ. დოლარი

2019 წელი

1 კვ. მლნ. აშშ. დოლარი

ქვეყანა2020 წელი

1 კვ.

მლნ. აშშ. დოლარი

2019 წელი

1 კვ. მლნ. აშშ. დოლარი

ავღანეთი0,002ყირგიზეთი2,1727,566
ალბანეთი0,0100,007ლიბანი0,046
აზერბაიჯანი82,39035,926ლატვია0,006
ავსტრია0,022მოლდოვა0,2150,102
სომხეთი1,92028,050ნიდერლანდი0,0380,528
ბელგია2,6602,141ნიგერია0,004
ბულგარეთი0,0880,179პანამა0,3370,631
ბელარუსი0,024ფილიპინები0, 004
კანადა0,0120,028პოლონეთი0,0400,006
კვიპროსი0,001რუმინეთი0, 012
ჩეხეთი0,0100,377რუსეთი4,1781,800
ჩილე0,017სენეგალი0,090
ჩინეთი0,451სლოვენია0,4440,273
ხორვატია0,005ესპანეთი0, 0060,022
კვიპროსი0,033შვედეთი0,067
გერმანია0,1560,076შვეიცარია0,4270,428
განა0,007ტაჯიკეთი2,8490,780
საბერძნეთი0,0400,012არაბთა გაერთიანებული საამიროები7,74910,893
უნგრეთი0,0040,014თურქეთი2,5120,152
ინდოეთი0,005თურქმენეთი0,0140,078
ისრაელი0,006უკრაინა21,14514,642
ირანი0, 005გაერთიანებული სამეფო0,0090,006
ერაყი0,7031,113აშშ0,0290,031
იტალია0,0020,001უზბეკეთი0,9380,587
ყაზახეთი2,1060,739

ავტო იმპორტიორების დიდი ნაწილი მძიმე ფინანსურ პირობებში აღმოჩნდა. ქვეყანაში შემოყვანილი ავტომობილების დიდი ნაწილი რეექსპორტზე იყო გათვალისწინებული. პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვამ ექსპორტის მოცულობა შეამცირა. შესაბამისად შემცირდა ავტო იმპორტიორების შემოსავლებიც და მათი გადახდისუნარიანობაც. ქართული საბაჟო კანონმდებლობის თანახმად 90 დღიანი საბაჟო საშეღავათო პერიოდის გავლის შემდეგ განუბაჟებელ ავტომობილს ყოველდღიურად ეწერება საურავი 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული საურავების გადაუხდელობის გამო ბევრ ავტო იმპორტიორის ქონებას ყადაღა დაედო. იმისათვის, რომ საკუთარი ავტომობილი გაყიდოს ჯერ სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებული საურავები უნდა გადაიხადოს ავტომფლობელმა. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ავტო იმპორტიორები ამასაც ვერ ახერხებენ. გამოსავალი ერთია ბანკის სესხი, რომელიც ისედაც დაზარალებული დარგს კიდევ უფრო აზარალებს. მეორე პრობლემა, რომელიც ავტო იმპორტიორებს აწუხებთ ეს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების დასაწყობებაა. საბაჟო ტერმინალიდან სატრანსპორტო საშუალების გამოყვანა შეზღუდული ვადით არის შესაძლებელი, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი ავტომობილის მწყობრში მოსაყვანად, ხოლო ტექნიკურად გაუმართავი მანქანის გაყიდვა სარფიანად პრაქტიკულად შეუძლებელია. დასაწყობების ალტერნატივა მისი განბაჟებაა, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ ავტო იმპორტიორების დიდ ნაწილს განბაჟების თანხები არ გააჩნიათ და თან განბაჟებული ავტომობილი დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს უცხოელ ავტო დილერებს შორის, რაც მანქანის ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვალდებულება 2021 წლის 1 მარტიდან 1 ივნისამდე გადაწია, ხოლო 1 მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების საურავებზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც უდავოდ შეღავათს მისცემს ავტო იმპორტიორებს. მაგრამ შემცირებული რეექსპორტის მოცულობის შემთხვევაში ეს დარჩენილი სამი თვეც მალე გაივლის უშედეგოდ, თუ იგი მაქსიმალურად არ გამოიყენა დარგმა. წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ავტო იმპორტიორებს ინდივიდიულურად გაუხსნა სახმელეთო საზღვარი. „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ შუამდგომლობით შესაძლებელია უცხოელი ავტო დილერების შემოყვანა ქვეყანაში. ამისთვის ვიზიტორმა საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში უნდა გაიაროს პისიარ ტესტი, ერთი დღე დაელოდოს კოვიდ სასტუმროში ტესტის პასუხს და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესძლებს ქვეყანაში შემოსვლას. ვიზიტორი ქვეყანაში ყოფნის დროს ვალდებულია ყოველ 72 სთ-ის ერთხელ ხელმეორედ გაიაროს კოვიდზე გამოკვლევა.

ამის გარდა 1 მარტიდან კიდევ 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსი) მოქალაქეები შეძლებენ საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლას. მანამდე საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსვლის უფლება ჰქონდათ შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებს: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
https://www.geostat.ge/ka

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები