ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის...

“მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია:

ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.

წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...