spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ არის რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი..." - გიორგი ქადაგიძე

“რატომ არის რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი…” – გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს და თავის პოზიციას 5 პუნქტად აყალიბებს:

რატომ არის რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი.

1. მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას. სხვადასხვა პარტიიდან მინისტრები კონკურენციაში იქნებიან ერთმანეთთან, რითაც ამომრჩეველი და ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.

მრავალპარტიული პარლამენტი გახდება რეალური პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, პოლიტიკა კულუარებიდან და ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ეს მოიტანს სტაბილურობას და ეფექტურ კონტროლს მთავრობაზე;

2. პირველად გაჩდება შანსი სასამართლოს რეალური რეფორმის და დამოუკიდებლობის. ეს თავის მხრივ დაასრულებს ძალოვანი უწყებების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, ჩადებას, ფაბრიკაციას და სხვა საბჭოთა მემკვიდრეობას;

3. დღის წესრიგში აუცილებლად დადგება რეალური რეგიონალური დეცენტრალიზაციის და მეტი ფინანსების დატოვების საკითხი. ეს გააცოცხლებს რეგიონებს და ჩართავს მათ რეალურ პოლიტიკაში, გაიხსნება სივრცე ახალი ლიდერებისთვის და ახალგაზრდებისთვის;

4. ერთპარტიული ცენტრის გარეშე ასევე გაიხსნება ფანჯარა განათლების რეფორმის, როგორც სასკოლო ასევე საუნივერსიტეტო დონეზე.

5. აღარ ვსაუბრობ ელექტრონული არჩევნების დანერგვაზე, ანაკლიის პორტზე, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ბევრ სხვა იდეაზე, რომელიც გააცოცხლებს ქვეყანას და დააბრუნებს მას საერთაშორისო ასპარეზზე.

რიგგარეშე არჩევნები არ არის მარცხი, რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის და ახალი შესაძლებლობების ყველაზე ქმედითი და ცივილიზებული ინსტრუმენტი.
დემოკრატიული და კოალიციური მმართველობა იქნება ყველაზე ღირსეული პასუხი ოკუპაციის 100 წლის იუბილეზე და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივისცემა, ვინც შეეწირა წითელ ჯოჯოხეთს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი ქადაგიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...