spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიჯერ პროვოცირებდნენ, მერე დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადავიდნენ...

ჯერ პროვოცირებდნენ, მერე დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე – ვახო სანაია

თავდასხმა ვახო სანაიაზე

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა კოლეგებთან დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და ხაზი გაუსვა დამამძიმებელ გარემოებას, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თავდასხმა მოხდა ოჯახის წევრებზეც და ამ დროს მათთან ერთად იმყოფებოდა მცირე წლოვანი ბავშვიც. ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელების სამიზნე მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო გახდა.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, როცა მოყინულ გზაზე მანქანა დაუცურდათ და მისი ამოყვანით იყვნენ დაკავებულები, ამ დროსაც გამოჩდნენ უცნობი პირები, რომლებმაც ჯერ სიტყვიერი, სემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

,,სამი ადამიანი გამოჩნდა იქვე, იმ უბანში და დაესხა ჩვენს ოჯახს თავს. ჯერ პროვოცირებდნენ ყველანაირად, მერე დაიწყეს ასე ვთქვათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. ერთ-ერთი მათგანი უკნიდან მომეპარა, გამოვიწიე, წაიქცა, მეც ფეხი ამისრიალდა და აი ამ წაქცეულზე მოვიდა დანარჩენი ორი და სამივე მონაწილეობდა აი ამ ფიზიკურ ძალადობაში.

ეს ადამიანები კონკრეტული თავისი პოლიტიკური პოზიციით იყვნენ იქ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ნუ რბილი სიტყვაა უკმაყოფილებას, ტელევიზიების მიმართ, იქ სადაც მე ვმუშაობ, სადაც ვმუშაობდი“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს და ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში შექმნას ისეთი გარემო, რომ ჟურნალისტური საქმიანობა იყოს სრულად თავისუფალი და ხელშეუხებელი!

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...