კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი...

“მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი ხართ” – თეონა ჭალიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე მიმართვას ავრცელებს მოსახლეობის მისამართით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისის თაობაზე საუბრობს და მოუწოდებს საპროტესტო აქციაში აქტიური მონაწილეობისკენ:

მოგმართავთ ს ო ც ი ა ლ უ რ ა დ დ ა უ ც ვ ე ლ ე ბ ს!
ვიცი მოგბეზრდათ თვიდან თვემდე საარსებო შემწეობის ლოდინი და მთელი თვე იმის ფიქრი როგორ იარსებოთ 60 ლარით! ვიცი, მოგბეზრდათ უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

მოგმართავთ დ ე ვ ნ ი ლ ე ბ ს, რომლებსაც 45 ლარსაც გამადლიან და ბევრ მათგანს დღემდე თავშესაფარი არ გაქვთ.

მოგმართავთ შ შ მ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვისაც გინდათ სათანადოდ ზრუნავდეს სახელმწიფო თქვენზე და ითვალისწინებდეს თქვენს საჭიროებებს.

მოგმართავთ ვ ე ტ ე რ ა ნ ე ბ ს ვისაც სახელმწიფოსგან 22 ლარიანი დაფასება შეურაცხგყოფთ.

მოგმართავთ პ ე ნ ს ი ო ნ ე რ ე ბ ს, ვისაც ისედაც მცირე პენსიის ნაწილის მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხის პროცენტისთვის გძალავენ, ისევე როგორც დევნილებსა და შშმ პირებს.

მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი ხართ, ვინც ფიქრობთ რომ დაპირისპირების და ძალადობრივი დემონსტრირებების ნაცვლად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე.

მოგმართავთ ყველას ვინც ფიქრობთ რომ სოციალური სამართლიანობის და სოციალური ცვლილებების დროცაა.

მოდით 26 თებერვალს 13 საათზე ფილარმონიასთან აქცია – მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. აქცია არის თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ კონსესუსია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება კი ამ კონსესუსის მთავარი ინგრედიენტია“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,...

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული...

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...