პარასკევი, აპრილი 26, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი და ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიას, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ეხმიანება სპეცრაზმის შეჭრას ნაციონალური მოძრაობის ოფისში და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და აღნიშნავს, რომ მომხდარი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიას, არამედ მთლიანად საქართველოს:

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი და ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიას, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს.

ჯერ კიდევ, სანამ დროა და არსებობს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებით განმუხტვის შესაძლებლობა, შეაჩერეთ კანონის უზენაესობის სახელით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული ძალადობა!

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული