ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებათამარ ტალიაშვილი: შრომის ბაზარზე  დეფიციტია კონკრეტული პროფესიებისა და...

თამარ ტალიაშვილი: შრომის ბაზარზე  დეფიციტია კონკრეტული პროფესიებისა და სპეციალისტების, ამიტომ მნიშვნელოვანია აქცენტი პროფესიული განათლების განვითარებაზე

როდესაც გაიხსნა გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე კარები, ჩვენ დავინახეთ ათასობით ადამიანი ძალიან მყისიერად ჩაეწერა და მოისურვა დასაქმების ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს გარემოება ერთი მხრივ გასაგებია, საქართველოში დასაქმების მხრივ ვიცით, რომ დიდი გამოწვევები არის მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ მთელ რიგ პროფესიებზე დასაქმების შრომის ბაზარზე არის სიმწირე და დეფიციტი კონკრეტული პროფესიული მიმართულების მხრივ, ამიტომ მივესალმები თქვენს აქცენტს ამჯერად, პროფესიული განათლების განვითარებასთან  დაკავშირებით, თქვენ ისაუბრეთ ახალ მოდელთან დაკავშირებით და მე სიამოვნებით მოვისმენდი მეტ კონკრეტიკას ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ასევე კითხვა დასვა  სკოლების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.

გასულ კვირას სასწავლო ოთახებში სწავლა დაიწყო და ერთმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჩენ ვაკვირდებოდით გახლდათ ის რომ ძალიან ბევრმა ოჯახებმა გადაწყვიტეს დაბრუნება სასკოლო აუდიტორიებში და საკლასო ოთახებში სწავლების გაგრძელება, ეს მნიშვნელოვანია იმ მოცემულობაში როდესაც ასევე შეთავაზებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.

მე როგორც დედამ, შემიძლია ვთქვა რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, ის რომ რეალურ სივრცეში სწავლებას ვერ ანაცვლებს დისტანციური სწავლება, ეს აჩვენა ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციების კვლევამ, თუმცა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა – ანუ მოსახლეობის ნდობა, რომ მათი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოება იქნება გარანტირებული იმ მექანიზმებით რომელიც დანერგილია სკოლებში, აქედან გამომდინარე ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, დარწმუნებული ვარ, დიდ ქალაქებში თქვენი სამინისტრო აკვირდებოდა, დამატებით რა გამოწვევები არის, კიდევ რა უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი მოსწავლეებისათვის და პედაგოგების უსაფრთხოებისათვის, რა მექანიზმები უნდა დაინერგოს  – რადგან პანდემია გლობალურად უკანდახევას ერთი-ორი თვე მინიმუმ არ აპირებს“.

პარლამენტის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასევე აღნიშნა სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი, რომელსაც კომიტეტი ამჟამად გადის:

მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც გულისხმობს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებების გაყოფას, მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ მიმართულებების გაძლიერების მართვას ამ რეფორმების შედეგად“.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...