spot_img
მთავარიდაპირისპირება"დამშვიდდით ბიჭებო, ისე ნუ დაპატარავდებით, რომ ზღვის დონეზე...

“დამშვიდდით ბიჭებო, ისე ნუ დაპატარავდებით, რომ ზღვის დონეზე დაბლა დავიდეს ადამიანის ღირსება” – ეკა ბესელია

18 მარტის სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კიდევ ერთი დაპირისპირებით მოექცა ყურადღების ცენტრში. ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების გარდა, ეკა ბესელიას “საქმის გარჩევები” კომიტეტის ახალ ხელმძღვანელთან ანრი ოხანაშვილთან და მის მოადგილ დავით მათიკაშვილთანაც ჰქონდა.

დამშვიდდით ბიჭებო, დამშვიდდით, სამ ხმაში ნუ მელაპარაკებით, დამშვიდდით. “პატარა” არ არის მარტო სიმაღლის განმსაზღვრელი, არის ბევრი რამის განმსაზღვრელი, ამიტომ ისე ნუ დაპატარავდებით, რომ ზღვის დონეზე დაბლა დავიდეს ადამიანის ღირსება. და იმ დონეზე თუ დახვალთ იქამდე ვერ ჩამოგყვებით, მაგრამ რაღაცა დონიდან აუცილებლად მომიწევს პასუხების გაცემა. ამიტომ, ანრი, ვიდრე ასეთი ყალბი დამაჯერებლობით, ეხლა იქედან დაგველაპარაკები, ცოტა პაუზა გააკეთე, ცოტა გაიაზრე სადა ხარ, სად ლაპარაკობ და მერე რაღაცა სიდინჯის მაგვარი რომ შემოგეპარება, ცოტა უფრო ნორმალური გახდება ეს დიალოგი” – მიმართა ბესელიამ ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილს.

ბესელიას ეს ნათქვანი თავისი გადასახედიდან შეაფასა მათიკაშვილმა და განაცხადა, რომ არგუმენტების არქონის გამო გადაგის ეკა ბესელია შეურაცხყოფებზე:

შეურაცხყოფები მოდის მაშინ, როდესაც არგუმენტები იკლებს, ქალბატონო ეკა. ძალიან გთხოვთ კორექტული იყავით“.

რაზეც ეკა ბესელიამ უპასუხა:

დაიმშვიდეთ ნერვები, ორივემ. დათო, ტყუილად გამეცადინებდი სხდომის წაყვანაში?! ასე უნდა მოიქცე?!

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტი, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...