spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და...

“რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ადამიანის სახე” – დავით ჯანდიერი

ძალზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი და კონკრეტულ უსამართლობაზე საუბრობს, რაც მისი გარდაცვლილი დედის მიმართ იყო გამოხატული:

ყველამ იცით ჩემი პირადი ტრაგედია, 6 თებერვალს დედა დავკრძალე. რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ადამიანის სახე. კიდევ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის კადრება არ იყო მოსული. ამ ამბავმა გამახსენა ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მოქცევა. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, სადაც ეს შეიძლება იყოს პასუხი ჭირისუფლისთვის მართლა არ მინდა.

დედაჩემი ექიმი გახლდათ. წლების განმავლობაში სასწრაფოში მუშაობდა, შემდეგ უბნის ექიმად. მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ მომუშავეთა თხოვნას დაეთანხმა და მამის ადგილი დაიკავა და გახდა მე-4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. ეს პოლიკლინიკა მამამ ააშენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ მომუშავე ადამიანებისთის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გარედან მისულიყო მთავარი ექიმის თანამდებობაზე. სწორედ ამიტომ დათანხმდა დედა ამ დიდ თხოვნას. იშრომა, იშრომა ძალიან ბევრი და რამდენიმე წლის წინ ღირსეულად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა სამსახურიდან.

ზემოთ ვთქვი რომ დედა პროფესიით ექიმი იყო. ჩვენს ირგვლივ ბევრი ექიმია, მაგრამ გულისხმიერება, რაც დედას ჰქონდა იმდენად იყო აღიარებული, რომ ჩემგან, როგორც შვილისგან ამის თქმა, მერწმუნეთ ხმამაღალი ნათქვამი არ არის. დედა თვითონ ურეკავდა პაციენტებს, გამოძახების გარეშე მიდიოდა მათ სანახავად ბინაზე, გაჭირვებულებს მისი ხარჯით ყიდულობდა წამლებს და ასე დაუსრულებლად. ხო, სიტყვით გვარჩენს ლალი ექიმიო, ასე ამბობდნენ მისი პაციენტები.

იმ ბევრ ადამიანს შორის, რომლებიც დედას დაემშვიდობნენ რამდენიმე დღის წინ, იყვნენ ამ პოლიკლინიკის ძველი და მოქმედი თანამშრომლებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა.
არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დღეები მხოლოდ დედაზე მეფიქრება. სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ პოლიკლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, დედის გარდაცვალებაზე არაფერი ეწერა. ძალიან მეტკინა და მივწერე ამის შესახებ ადმინისტრაციას. პასუხად მივიღე ჯერ რომ არ იცოდნენ დედის გარდაცვალების შესახებ (?!), ხოლო შემდეგ დაამატეს, რომ ჩემი მშობლების დამსახურება და ღვაწლი ჩემმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა. სხვა ახსნა/პასუხი/მიზეზი დედაჩემის ნეკროლოგის გამოუქვეყნებლობის შესახებ არ დაუსახელებიათ.

ამ პოლიკლინიკის დირექტორი ყოფილა ნინო ჩალაძე. აქამდე მისი არც გვარი ვიცოდი და არც სახელი. ამ პასუხით გამეცნო.

პ.ს. სისხლიანი ცხრა წლის ქება არ მახსოვს, კრიტიკა ბევრი, ისევე როგორც ამ ხელისუფლების, მაგრამ თქვენ ხომ ხართ რაც მთავარია დეპოლიტიზებულები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ჯანდიერი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...