კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციარამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე,...

რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიის ინფორმაციით თბილისში აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე აღმოფხვრილი:

რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავების და მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აგლაძის ქუჩაზე სულ მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ოცამდე ჯგუფი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...