spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა...

“თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას ახდენს “ევროპული საქართველო” წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და აცხადებს, რომ ქვეყანაში გაფორმებული ავტოკრატიაა. პოლიტიკოსი თავის პარტიაში შექმნილ მდგომარეობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკაში გზა ახალგაზრდა თაობას უნდა დაეთმოს:

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაორდინალური მდგომარეობაა: პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველმა პარტიამ მოახერხა მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.

არც იმაზე ვიდავებ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც იმაზე – მიიღო თუ არა ეს შედეგები საზოგადოებამ. ფაქტია, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას გაფორმებულ ავტოკრატიაში, რომელსაც რესპუბლიკანიზმის (ხელისუფლების დანაწილება, ხელისუფლების ანგარიშველდებულება, კანონის უზენაესობა) აღარანაირი ნიშანწყალი რჩება.

თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამ მძიმე რეალობის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ეს უნდა გაიგოს ყველამ: მოქალაქემ, მეწარმემ, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჩვენმა საგარეო პარტნიორმა. ყველამ.

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჯერ კიდევ არსებობს ილუზია, რომ „ვბორძიკობთ, მაგრამ ვბორძიკობთ სწორი მიმართულებით“. სინამდვილეში, თვალს ვადევნებთ ჩვენი ისედაც სუსტი სახელმწიფოებრივი ჩანასახის თანდათანობით და მეთოდურ კვდომას.

თავს ნუ მოვიტყუებთ: უმძიმესი სოციალური კრიზისის მიუხედავად, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ფინანსური რესურსი – მომავალი თაობების ხარჯზე – რომ წელს კიდევ დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღოს და საკუთარი საარჩევნო ბაზა გამოკვებოს.

ჩვენ დავედით პირველადი მოხმარების ეკონომიკაზე. სხვა ყველაფერი კვდება, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესი. ოღონდ ამით მთავრობის საარჩევნო ბაზას, რომელიც სხვადსახვა ფორმით ბიუჯეტის საწოვარაზეა მიწებებული, ჯერ ეკონომიკურად დიდად არაფერი აკლდება.

დააკლდება, როგორც კი ეკონომიკა გაიხსნება და მოხმარებასთან ერთად გაიზრდება წნეხი ლარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოითხოვენ რადიკალურ ცვლილებებს, რომ ქვეყანამ გაკოტრებამდე არ მივიდეს კოვიდამდე დაახლოებით 25%-ის მიერ გადახდილი გადასახადებით არსებობდა ეს ქვეყანა. ახლა ეს რიცხვიც მკვეთრად დაბლა ჩამოდის – ნაწილობრივ ბიზნესების გაკოტრების პირას ყოფნის, ნაწილობრივ კი – ხალხის მასობრივად უცხოეთში წასვლის გამო.

ხდება საქართველოს „მოლდოვიზაცია“ ან „ტაჯიკეთიზაცია“ – როდესაც ქვეყანაში რჩება პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ბიუროკრატია, ხოლო ყველაზე პროდუქტული ნაწილი გადის გარეთ და მათ მიერ გადმორიცხული ფული არის ერთადერთი საშუალება – კიდევ გავიმეორებ, მთავრობის მიერ აღებულ ვალებთან ერთად – უბრალოდ, ისუნთქოს ამ ქვეყანამ. კი არ განვითარდეს, იარსებოს.

გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთ პირობებში რამე ეშველება განათლებას – სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველს.

ესაა ჩვენი რეალობა.

ასეთი სიტუაცია 20 ივნისის მსგავსი „აფეთქებების“ საშიშროებას კი შეიცავს, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პრობლემაც ამაშია: ცვლილებებს „აფეთქებები“ თუ(!) მოიტანს და არა საზოგადოების გააზრებული და კოორდინირებული ქმედება.

თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება.

ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.

გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგორვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...