spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩევნები ჩატარებულია, თანაც ბუნებრივი ბარიერით - ვისაც უნდა...

არჩევნები ჩატარებულია, თანაც ბუნებრივი ბარიერით – ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ – არჩილ თალაკვაძე

არჩევნები ჩატარებულია, თანაც ბუნებრივი ბარიერით, ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ. საბოტაჟი, რომელიც მათ სურდათ, პრაქტიკულად, განეიტრალებულია“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტშია – შესაბამისად, მან არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღო. „ვინც არ არის მზად, ხედავს საზოგადოება და კარგად ჩანს – ეს არიან პარტიები, რომლებიც დღემდე არ შემოდიან პარლამენტში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებასაც. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას 8 მარტის შეთანხმება შეახსენა, სადაც მისივე თქმით, იყო პირობა, რომ არსებითად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.

მაშინაც იყო თუ არა ეს პირობა? შესრულდა? დიახ. ჩატარდა ბუნებრივი ბარიერით? ჩატარდა. და დღეს სად არის ეს ხალხი, რომელიც მაშინ პირობას დებდა, რომ პარლამენტში იქნებოდა? გარეთ. და მაშინ რატომ უნდა დავიჯეროთ ახალი პირობა, მით უმეტეს, რომელზეც დღეს, ერთსა და იმავე დროს, იაგო ხვიჩია აკეთებდა ერთ განცხადებას და დანარჩენი ოპოზიციონერები სხვა განცხადებას“, – აღნიშნა არჩილ თალაგვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა, მათთვის კარი ღიაა.

არჩევნები ჩატარებულია, ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ და მეორე – საბოტაჟი, რომელიც მათ დაგეგმეს, პრაქტიკულად, განეიტრალებულია. ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ უარი თქვეს არჩევნების გაყალბების საკითხი შეესწავლათ, ისინი ამბობდნენ, ოცნება იქნება მარტო პარლამენტში, დღეს უკვე აშკარაა, რომ პარლამენტს ჰყავს 150 დეპუტატი, 96 მათგანი უკვე არის პარლამენტში და ორი ოპოზიციური პარტია შესულია პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...