კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოსთვის მარტივია "სუს"-ის და "ქართული ოცნების" მიერ მიწოდებული...

ცესკოსთვის მარტივია “სუს”-ის და “ქართული ოცნების” მიერ მიწოდებული კანდიდატების ღილაკზე ხელის დაჭერით არჩევა – ანა კობახიძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიის საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი, ანა კობახიძე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ კომისიის წევრების შერჩევა სამართლიანად არ მიმდინარეობს და კომისიები რეალურად ერთპარტიული იქნება:

ერთპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ახლა შედგება ოფიციალურად 3 “ქართული ოცნების” წევრისგან და 5 ე.წ. ნეიტრალური წევრისგან, ასევე თავმჯდომარისგან, რომლის მიმართ საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა, დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა თითქოს და კონკურსის წესით.

5 თებერვლის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის 160 წევრი აირჩიეს საიდანაც უმრავლესობა ადმინისტრაციაშია დასაქმებული და ასევე 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ კვლავ რჩებიან ოლქის წევრებად. ანუ გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსის მიუხედავად მაინც ვერ მოხდა კომისიების განახლება და ახალმა კანდიდატებმა ვერ მოახერხეს მოეპოვებინათ ცესკოს წევრების მინიმუმ 7 ხმა.

რაც შეეხება კონკურს, კონკურსი ტარდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით. წლების განმავლობაში ჩვენ და არასამთავრობო სექტორი ვითხოვთ, რომ არჩევის ამ პროცესს დაემატოს გასაუბრების კომპონენტი, სადაც კანდიდატებს კომისია გაესაუბრება თუმცა უშედეგოდ, რადგან უფრო მარტივია ცესკოსთვის “სუსი”-ს და ,,ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებული კანდიდატების ღილაკზე ხელის დაჭერით არჩევა.

უახლოეს დღეებში კვლავ გაიმართება იგივე წესით კომისიის წევრების არჩევა.
მოვითხოვთ სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება არ შეთანხმდება რეალურ საარჩევნო ცვლილებებზე შეჩერდეს ყველანაირი კონკურსი, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, რადგან ამ წესით არჩეულ ოლქის წევრებს, რომელებმაც 2020 წლის არჩევნები ჩაატარეს ვერ ექნებათ ნდობა საზოგადოებაში“, – აცხადებს ანა კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...